თბილისი:
მანჩესტერი:
გუშინ, 09:11
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 101,
კომენტარები: 0
"ჰალი" - "იუნაიტედი" _ წინასამატჩო სტატისტიკა
გუნდების დაპირისპირების ისტორია.
დღეს, 22 აგვისტოს, "მანჩესტერ იუნაიტედი" 2026/27 წლების პრემიერ ლიგის სეზონს სტუმრად "ჰალ სიტისთან" მატჩით იწყებს. შეხვედრა MKM Stadium-ზე გაიმართება და "წითელ ეშმაკებს" სეზონის პირველი სამი ქულის მოპოვება სურთ.

"ჰალ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს და ურთიერთშეხვედრებში აშკარა უპირატესობა "მანჩესტერულ" კლუბს აქვს.
პრემიერ ლიგის ეპოქაში "იუნაიტედი" "ჰალთან" ჯერ არასდროს დამარცხებულა - 10 შეხვედრიდან 8 გამარჯვება და 2 ფრე ასეთია ორი გუნდის შეხვედრების რიცხვობრივი შეფასება.

ბოლოს ლიგის დაპირისპირება 2017 წელს შედგა და შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა. უნდა აღინიშნოს სეზონის გახსნის განსაკუთრებული სტატისტიკა
"იუნაიტედსათვის" პრემიერ ლიგაში. კლუბმა ჩემპიონატის სეზონის გახსნითი შეხვედრა რეკორდულად 22-ჯერ მოიგო.

განსაკუთრებით საინტერესოა კიდევ ერთი სტატისტიკა: "იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში არასდროს წაუგია ახლად დაწინაურებულ გუნდთან სეზონის პირველ მატჩში - 9 გამარჯვება და 3 ფრე.

ამ მხრივ "ჰალთან" დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთ საინტერესო გამოცდას წარმოადგენს.

Opta-ს მოდელის მიხედვით, "იუნაიტედის" გამარჯვების ალბათობა 68.9%-ია, "ჰალის" კი 12.2%. ფრის ალბათობა 18.9%-ს შეადგენს.

დღევანდელი მატჩი მხოლოდ ახალი სეზონის პირველი შეხვედრა არ არის. ეს იქნება პირველი ოფიციალური გამოცდა მაიკლ კერიკისთვის სრული სეზონის დასაწყისში და ახალი "იუნაიტედისთვის", რომელსაც წელს პრემიერ ლიგასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზეც მოუწევს თამაში.

სტატისტიკა აშკარად "იუნაიტედის" სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა სეზონის პირველი მატჩები ხშირად მოულოდნელობებით გამოირჩევა. "ჰალს" კი საკუთარ მოედანზე პრემიერ ლიგაში დაბრუნების აღსანიშნავად ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სტარტის გაკეთება სურს.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top