თბილისი:
მანჩესტერი:
გუშინ, 04:48
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 100,
კომენტარები: 0
მატჩის დღე
ახალი სეზონი იწყება - "მანჩესტერ იუნაიტედი" ბრძოლას "ჰალ სიტისთან" იწყებს.
მატჩის დღე
დღეს ის დღეა, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები მთელი ზაფხული ელოდნენ. ახალი სეზონი ოფიციალურად იწყება და "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის 2026/27 წლების კამპანიაში პირველ ნაბიჯს გადადგამენ.

"იუნაიტედის" პირველი მეტოქე "ჰალ სიტი" იქნება. მატჩი "MKM Stadium"-ზე გაიმართება და ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული მასპინძლები საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად "მანჩესტერელებისთვის" რთული გამოცდის მოწყობას შეეცდებიან.

ახალი სეზონი - ახალი მოლოდინები
მაიკლ კერიკისთვის ეს განსაკუთრებული სეზონია. მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში გუნდმა მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, ახლა უკვე სრულფასოვანი სეზონის განმავლობაში მოუწევს შემადგენლობის მართვა.

გუნდის მთავარი მიზანი ნათელია - წინა სეზონის შედეგების გაუმჯობესება და კლუბის დაბრუნება ინგლისური ფეხბურთის მწვერვალებზე. ზაფხულში კლუბმა განსაკუთრებული ყურადღება ნახევარდაცვის გაძლიერებას დაუთმო.

ახალი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სწორედ ამ ზონის გაძლიერებაა, რამაც გულშემატკივრებში ახალი სეზონის წინ ოპტიმიზმი გაზარდა.

რაც შეეხება შეხვედრას, პრემიერ ლიგაში მარტივი მატჩი არ არსებობს ქაღალდზე "ჰალ სიტი" შეიძლება ისეთი მეტოქე ჩანდეს, რომლის დამარცხებაც "იუნაიტედს" უნდა შეეძლოს, თუმცა კერიკმა უკვე გააფრთხილა გუნდი, რომ სეზონის პირველი შეხვედრები მარტივი სულაც არ იქნება.

"ჰალი" პრემიერ ლიგაში დაბრუნდა და ასეთ გუნდებს პირველივე ტურებში განსაკუთრებული მოტივაცია აქვთ. მით უმეტეს, როცა საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ინგლისური კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ამიტომ "იუნაიტედისთვის" მთავარი ამოცანა თავიდანვე სწორი დამოკიდებულების ჩვენება იქნება - მაღალი ინტენსივობა, დისციპლინა და სამი ქულის მოპოვების სურვილი პირველივე წუთიდან.

ყველა თვალი "იუნაიტედისკენ" იქნება მიპყრობილი, ახალი სეზონის პირველი მატჩი მხოლოდ სამი ქულის მოპოვება არ არის. ეს არის პირველი შესაძლებლობა, ვნახოთ, რამდენად მზად არის კერიკის გუნდი იმ მიზნებისთვის, რომლებიც კლუბმა საკუთარ თავს დაუსახა.

ახალი სეზონი, ახალი გამოწვევები და ახალი იმედი. შეგახსენებთ რომ შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 15:30 სთ-ზე აიღებს.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top