თბილისი:
მანჩესტერი:
გუშინ, 09:27
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 99,
კომენტარები: 0
პორტუგალიელი არ იყიდება
კლუბის წამყვანი ფეხბურთელი შემადგენლობაში რჩება.
პორტუგალიელი არ იყიდება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მკაფიო პოზიცია დააფიქსირა: ბრუნო ფერნანდეში არ იყიდება, მიუხედავად "გალათასარაის" ინტერესისა რომელიც ფეხბურთელს მეგა შეთავაზებას და კოლოსალურ ხელფასს სთავაზობდა.

ფერნანდეშის კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე მოქმედებს და კლუბს მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც აქვს რომელსაც მხარეები აუცილებლად გამოიყენებენ.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

ბრუნო "იუნაიტედისთვის" განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - გასულ სეზონში მან პრემიერ ლიგაში 21 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც ერთ სეზონში ლიგის რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ, მან ლეგენდარული ტიერი ანრის რეკორდი მოხსნა.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top