მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობის შესაძლებლობას. მაიკლიც ნახევარმცველი იყო და მისგან ბევრის სწავლას შევძლებ. კი, ვნახე ის ფოტო "იუნაიტედისა" და "ანდერლეხტის" მატჩიდან - მაშინ ორივე ჩვენი გუნდების კაპიტნები ვიყავით. ეს საკმაოდ სახალისოა. ჩვენს შეხვედრაზე ამაზე მაიკლსაც ვესაუბრე. კარგი დრო იყო, მაგრამ ვფიქრობ, წინ კიდევ უკეთესი დრო გველოდება. იმ დღიდან და შეხვედრიდან შესანიშნავი მოგონებები დამრჩა. "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია და "ოლდ ტრაფორდზე" პირველად თამაში რაღაც წარმოუდგენელი იყო! მანამდე ასეთი დიდი სტადიონი არასდროს მენახა. საოცარი გამოცდილება იყო, თუმცა როდესაც მოედანზე გადიხარ, ფეხბურთი იწყება და დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელო ხდება. ძალიან მიხარია, რომ იმ მატჩში ვითამაშე და ახლა ასევე ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის მაისურით ვითამაშებ.
პირველ შთაბეჭდილებებზე
ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავაცნობიერე, რამდენად მასშტაბური კლუბია ეს. ვფიქრობ, მხოლოდ მაშინ მივხვდები, როდესაც მატჩის დრო მოვა, გულშემატკივრების ხმას გავიგებ და ყველაფერს, რაც თამაშს გარს აკრავს, საკუთარი თვალით ვნახავ. "ოლდ ტრაფორდი"- ეს ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია. ჯერ არ გავსულვარ ამ მოედანზე მასპინძელი გუნდის ფეხბურთელის რანგში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სტუმარ გუნდებს აქ ძალიან უჭირთ. ამ სტადიონის მასშტაბი და უზარმაზარი ისტორია დიდ ზეწოლას ახდენს. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა წითელი მაისურით ამ მოედანზე გავალ!
ახალ გუნდში ნაცნობ ფეხბურთელებზე
ყველას ნახვა ძალიან კარგი იქნება. ჰარის [მაგუაირს] ჯერ არ დავლაპარაკებივარ, მაგრამ მალე აუცილებლად ვისაუბრებთ. ჯონიმ [ევანსმა] ჩემზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა. ვფიქრობ, მან მწვრთნელს ჩემ შესახებ მოუყვა - როგორი ხასიათი მაქვს და როგორი ადამიანი ვარ. მე და ჯონი გზების გაყოფის შემდეგაც ვინარჩუნებდით ურთიერთობას. ის შესანიშნავი ბიჭია!
ლიდერულ თვისებებზე
დიახ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ისინი გუნდს გამოადგება. დიდი გამოცდილება მაქვს. უკვე 29 წლის ვარ და მინდოდა შემდეგი ნაბიჯი გადამედგა და ახალ დონეზე გადავსულიყავი, ამიტომ "იუნაიტედი" ჩემთვის იდეალური არჩევანია. გარდა ამისა, ვხედავ, რამდენად ამბიციურია ეს გუნდი - აქ გამარჯვება სურთ და იმედი მაქვს, ამაში ჩემს წვლილსაც შევიტან. იმედი მაქვს, რომ ლამაზი გოლების გატანას "მანჩესტერ იუნაიტედშიც" გავაგრძელებ, თუმცა სინამდვილეში ყველა გოლი მნიშვნელოვანია. უბრალოდ მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, ვაჩვენო, რა შემიძლია და იმედი მაქვს, კარგი სერია გვექნება.
გოლების აღნიშვნაზე
აქვს ამას რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა? დიახ, ეს გულია ჩემი ოჯახისთვის, რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერს. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ისინი ჩემს გვერდით არიან, ამიტომ ეს უბრალოდ ჩემი გრძნობების გამოხატვის პატარა ჟესტია. ფეხბურთის მიღმა ცხოვრებაზე ვცდილობ, დრო ოჯახთან ერთად გავატარო, ეს მეხმარება განტვირთვაში. ვცდილობ, ვიყო საუკეთესო მამა, როგორიც შემიძლია ვიყო. გულშემატკივრებისთვის უბრალოდ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და ყველა იმ შეტყობინებისთვის, რომელიც მივიღე. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას!"- აცხადებს დასასრულს ტილემანსი
ინტერვიუები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.