"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ეტაპზე დაცვის გაძლიერების კიდევ ერთი ვარიანტი გამოკვეთა. კლუბის ინტერესში "კლუბ ბრიუგეს" 21 წლის ბელგიელი მცველი ჟოაკინ სეისი მოექცა, რომლის დამატებით ასევე რამდენიმე პრემიერ ლიგის კლუბი ინტერესდება.
სეისის კონტრაქტი მის ამჟამინდელ კლუბთან 2029 წლამდეა გათვლილი. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით £30 მილიონს ითხოვს. "ბრიუგეს" სეისის გაყიდვის აუცილებლობა და სურვილი არ აქვს, ამიტომ ისინი მოლაპარაკებებში პოზიციების დათმობას მარტივად არ აპირებენ.
რატომ დაინტერესდა "იუნაიტედი"? - სეისი განსაკუთრებით გამოირჩევა ფლანგზე თამაშით, სადაც შეუძლია როგორც დაცვითი, ისე შეტევითი ფუნქციების შესრულება. მისი კარგი გამოსვლები ბელგიის ნაკრებსა და კლუბ "ბრიუგეში" რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა.
talkSPORT-ის ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ნიუკასლიც" იჩენს, თუმცა "იუნაიტედისთვის" სეისი გრძელვადიან ვარიანტად განიხილება. ინგლისური მედიის ცნობით, ინგლისელებმა უკვე მოიკითხეს ფეხბურთელის ხელმისაწვდომობა და ახლა კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, გადავიდეს თუ არა ოფიციალური შეთავაზების ეტაპზე. კონკურენცია იზრდება
სეისის დამატება "წითელი ეშმაკებისთვის" მარტივი პრიცედურა ნამდვილად არ იქნება. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის სხვა კლუბებიც იჩენენ გარდა "ნიუკასლისა", მათ შორის არიან "არსენალი" და "ასტონ ვილა".
სწორედ ამიტომ "ოლდ ტრაფორდელებს" თუ მისი შეძენა ნამდვილად სურთ, მოლაპარაკებების გაჭიანურება შესაძლოა სარისკო აღმოჩნდეს. ამ ეტაპზე ტრანსფერი შეთანხმებული არ არის და საუბარია ინტერესსა და შესაძლო შეთავაზებაზე. თუმცა 30 მილიონთან ახლოს არსებული ფასი შესაძლოა "მანჩესტერისთვის" მისაღები აღმოჩნდეს, თუ კლუბი სეისს გუნდის გრძელვადიან პროექტში მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევს.
ჟოაკინის მომავალი კი, როგორც ჩანს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირებში ერთ-ერთი საინტერესო საკითხი იქნება - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერელები" ოფიციალურ წინადადებას მართლაც გააკეთებენ.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.