"იუნაიტედი" მარცხენა მცველის დამატებას კვლავ ცდილობს და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მარცხენა მცველის დამატებაზე მუშაობას აგრძელებს. Manchester Evening News-ის მიერ გაჟღერებული დღევანდელი ინფორმაციით, მაიკლ კერიკს დაცვის ამ პოზიციის გაძლიერება კვლავ ერთ ერთ პრიორიტეტად მიაჩნია.
კლუბის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ბოლო პერიოდში ლუის ჰოლი სახელდებოდა. გავრცელებული ცნობებით, ჰოლს "იუნაიტედში" გადასვლა სურს, თუმცა "ნიუკასლი" ფეხბურთელის გაყიდვას ამ ეტაპზე ეწინააღმდეგება.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში "წითელმა ეშმაკებმა" უკვე მნიშვნელოვანი თანხა დახარჯეს და რამდენიმე პოზიცია გააძლიერეს, თუმცა კერიკს კიდევ სურს დაცვის ხაზში ახალი კადრის ხილვა და არჩევანის გაზრდა.
განსაკუთრებით კი მარცხენა ფლანგზე კონკურენციის გაძლიერება განიხილება. ანუ დღევანდელი სურათით, "იუნაიტედის" სატრანსფერო ფანჯარა ჯერ დასრულებული არ არის - კლუბი კვლავ ეძებს როგორც დაცვის, ისე შეტევის გაძლიერების შესაძლებლობებს.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.