"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფრანგული კლუბის ახალგაზრდა ტალანტთან კონტაქტი დაამყარა. ინგლისელები სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას აგრძელებენ და კლუბმა ამჯერად თვალი "პსჟ"- ის ახალგაზრდა თავდამსხმელს, იბრაჰიმ მბაიეს დაადგა.
გავრცელებული ინფორმაციით, "იუნაიტედმა" ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტაქტიც დაამყარა. იუწყება The Sun.
მბაიე პარიზული კლუბის ერთ-ერთ საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება და კერიკის გუნდი მას შეტევის გაძლიერების ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილავს. კლუბი სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ ერთი შეტევითი ფეხბურთელის დამატებას ცდილობს.
მბაიეს შემთხვევაში კი მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ "წითელი ეშმაკების" სურვილი, არამედ ფრანგების პოზიციაც, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება პარიზულ კლუბზე იქნება დამოკიდებული.
ამასთან, კერიკი შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. დღეს კლუბმა ახალგაზრდა ვინგერ ეთან უილიამსის "პიტერბოროში" ტრანსფერი დაადასტურა. შეთანხმებაში ასევე ჩადებულია ფეხბურთელის მომავალი გაყიდვიდან 50%-იანი წილისა და გამოსყიდვის უფლების პირობები.
ამრიგად, "იუნაიტედი" ბოლო დღეებში აქტიურად მუშაობს როგორც შემადგენლობის გაძლიერებაზე, ისე ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის პირობების შექმნაზე. მბაიეს შესაძლო ტრანსფერი კი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი საინტერესო ისტორია შეიძლება გახდეს.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.