"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველი და ექსპერტი პოლ სქოულზი მის ყოფილ კლუბს კრისტიან რომეროს დაუყოვნებლივ ტრანსფერისკენ მოუწოდებს.
"ტოტენჰემის" ცენტრალური მცველის, ტრანსფერი გარდაუვალია. არგენტინელი ახლოსაა მადრიდის "ატლეტიკოში" გადასვლასთან, სწორედ ამ სიტუაციაში ჩარევისკენ იხმობს "იუნაიტედს" სქოულზი, მისი აზრით ინგლისელებმა რომეროს გეზი უნდა შეცვალონ.
სქოულზის აზრით, ლისანდრო მარტინესისა და ჰარი მაგუაირის გვერდით რომეროს დამატება დაცვის ხაზს იდეალურად გააძლიერებდა. "შეიძლება იფიქროთ, და არ დამეთანხმოთ, მაგრამ რომერო უმაღლესი დონის მცველია და "იუნაიტედს" მისი შემადგენლობაში აყვანა ნამდვილად არ აწყენდა", - აღნიშნა სქოულზმა.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.