"იუნაიტედი" ნახევარდაცვის ხაზის შესავსებად და გასაძლიერებლად იტალიური "რომას" ფრანგი ნახევარმცველის, მანუ კონეს კანდიდატურას განიხილავს.
იტალიური პრესის ცნობით, ინგლისურ კლუბს 25 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, თუმცა რომაელები სატრანსფერო თანხად 60 მილიონ ევროს ითხოვენ.
აღნიშნულმა თანხამ კი მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა. იმ შემთხვევაში თუ იტალიელები დათმობაზე წავლენ ტრანსფერი შედგება.
რაც შეეხება კონეს, ის გახლავთ ტიპური თანამედროვე ათლეტური ნახევარმცველი, რომელსაც შეუძლია როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულება, ისე ბურთის შეტევაში ამოტანა.
ფრანგი (წარმოშობით "კოტ'დივუარელი") ერთ ერთ პროგრესირებად და საინტერესო ნახევარმცველად ითვლება.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.