დღევანდელი სტატიის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს მარკუს რეშფორდის გასხვისებას და ფეხბურთელი მომავალ სეზონში კლუბის გეგმების ნაწილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში რეშფორდმა კარიერის ახალი ეტაპი ესპანეთში კერძოდ კატალონიის "ბარსელონაში" იჯარის წესით გაიარა, რის შემდეგაც "ოლდ ტრაფორდს" დაუბრუნდა, ვინაიდან ესპანელებმა "გარემარბის" კონტრაქტის სრულად გამოსყიდვა არ ისურვეს.
კერიკის გუნდში, თავდამსხმელი ახალ სათამაშო ნომერს მიიღებს, კონკრეტულად კი ის 14 - ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. - იუწყება ფაბრიციო რომანო.
10 - ი ნომერი, რომლითაც რეშფორდი 2018 - დან 2025 - წლამდე თამაშობდა, ამჟამად მათეუს კუნიას ეკუთვნის.
მე- 14- ე ნომრის ბოლო მფლობელი კი კრისტიან ერიქსენი გახლდათ, რომელმაც კლუბი ერთი წლის წინ დატოვა. ამ ნომრით "იუნაიტედში" ასევე გამოდიოდნენ ჯესი ლინგარდი, ჩიჩარიტო, ალან სმიტი, ანდრეი კანჩელსკისი და სხვა ფეხბურთელები.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.