თავისი კარიერის შესახებ Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ 2013 წელს შეეძლო თანხმობა განეცხადა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერ ალექსი შეეცვალა. "2013 წელს "ჩელსიში" გადავედი, მაგრამ იმ პერიოდში იყო ერთი სიტუაცია, რომლის შესახებაც არავინ იცოდა. ვფიქრობ, ახლა შემიძლია ამის შესახებ მოყოლა.
არ მსურს, ამ სიმართლემ ვინმე აწყენინოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ფილმის მიზანი სწორედ სიმართლის თქმაა. როდესაც "რეალი" დავტოვე, მოლაპარაკებები მქონდა "მანჩესტერ იუნაიტედთან", რომელსაც სათავეში სერ ალექსის შემდეგ უნდა ჩავდგომოდი. რა თქმა უნდა, ძალიან ნასიამოვნები ვიყავი, რადგან "იუნაიტედი" წარმოუდგენლად მიმზიდველი კლუბია ნებისმიერი მწვრთნელისა თუ ფეხბურთელისათვის.
როდესაც ვამბობ, რომ მადრიდის "რეალი" მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია, იქვე უნდა აღვნიშნო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიც" ძალიან, ძალიან ახლოს არის ამასთან.
თუმცა, ერთი რამ არის ფეხბურთის სიყვარული, ხოლო მეორე - კონკრეტული კლუბის სიყვარული. ვფიქრობ, ეს უფრო ძლიერია, ვიდრე ფეხბურთის სიყვარული და, საბოლოო ჯამში, "რეალის" შემდეგ მჭირდებოდა მეგრძნო, რომ ვუყვარვარ". სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ ჟოზე მისი შემცვლელი უნდა გამხდარიყო: სერ ალექსი: "დიახ, ნამდვილად შესთავაზეს ეს სამუშაო. მე ვესაუბრე მას, ავუხსენი სიტუაცია და, როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, ის დათანხმდა. თუმცა სულ რაღაც რამდენიმე საათში ყველაფერი შეიცვალა.
მან (მოურინიომ) საღამოს დასაწყისში დამირეკა და ტელეფონში ტიროდა. მან მითხრა: “ალექს, ვერ მივიღებ შემოთავაზებას, მე სიტყვა მივეცი "ჩელსის" და მას არ გავტეხ!". მე შემეძლო გამეგო მიზეზი, რომელიც მან დასახელა, თუმცა იმედგაცრუებული ვიყავი". მოურინიომ გააგრძელა: "იმ შანსის ხელიდან გაშვება, რომელიც თვით სერ ალექს ფერგიუსონს შეცვლიდა, იყო - დრამატული, მაგრამ არ ვნანობ, რადგან ეს იყო გულით მიღებული გადაწყვეტილება.
ერთხელ ნიცშემ თქვა, რომ როდესაც რაღაცას აკეთებ იმისთვის, რაც გიყვარს, ეს ვერ იქნება შეცდომა. მე ეს სიყვარულით გავაკეთე. ჩამოვედი იმ შეგრძნებით, რომ შინ ვბრუნდებოდი",- განაცხადა დასასრულს ჟოზემ.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.