"მანჩესტერ იუნაიტედი" თავდამსხმელ ბენიამინ შეშკოს გაყიდვის თაობაზე შემოსულ არცერთ წინადადებას არ განიხილავს და აღნიშნულ პროცესზე არცერთ კლუბთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს. სლოვენიელთან დაკავშირებით კერიკის გუნდს "ტოტენჰემმა" მიმართა, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" მათ მაშინვე უარით უპასუხეს, იუწყება TEAMtalk.
ასევე, 23 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენდნენ მიუნხენის "ბაიერნი" და "ბარსელონა", თუმცა მათი მცდელობებიც უარყოფილი იქნა.
უახლოეს მომავალში ფორვარდზე შემოთავაზებები არ განიხილება. გასულ ზაფხულს ინგლისურმა გრანდმა ბენიამინ შეშკოს კონტრაქტი "ლაიფციგისგან" 76,5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა.
ინგლისში გადასვლის შემდეგ, "ოლდ ტრაფორდელების" შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში მოთამაშემ 12 გატანილი გოლი ჩაიწერა აქტივში.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.