"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ კლუბის თურქი კიპერი ალთაი ბაინდირი კარიერას ესპანურ "სელტაში" გააგრძელებს - 2026/27 წლების სეზონის იჯარა შეთანხმებულია. 28 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "იუნაიტედის" შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა. "ფენერბაჰჩედან" გადმოსვლის შემდეგ "წითელი ეშმაკების" რიგებში კარის დარაჯმა სამი სეზონი განვლო.
2024 წელს "ნიუპორტ ქაუნთის" წინააღმდეგ დებიუტის შემდეგ, ალთაიმ "გლეიზერების" გრანდის" მაისურით სულ 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ბაინდირი უახლოეს დღეებში ესპანეთში გაემგზავრება, რათა შეურთდეს მის ახალ კლუბს რომელმაც გასულ სეზონში "ლა ლიგაში" მეექვსე ადგილი დაიკავა და უეფას მომავალ სეზონში "ევროპის ლიგაზე" ასპარეზობისთვისაც ემზადება.
"იუნაიტედის" სახელით ყველა წარმატებას უსურვებს ალთაის მომავალ სეზონში", — ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.