ტურინის "იუვენტუსსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მოლაპარაკებები თავდამსხმელ ჯოშუა ზირკზეს ტრანსფერი თაობაზე, სწრაფი ტემპით პროგრესირებს. როგორც ცნობილია, "წითელი ეშმაკები" მზად არიან ნიდერლანდელი იჯარის წესით გაასხვისონ. La Gazzetta dello Sport-ის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, თავად ფეხბურთელმაც განაცხადა თანხმობა აღნიშნულ ტრანსფერზე.
მხარეებმა ბოლო პერიოდში განხილვებში წინ წაიწიეს, თუმცა ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. მოსალოდნელია, რომ "ბებერი ქალბატონი" ჯონათან დავიდს შეელევა, თუ ზირკზეს ხელშეკრულება გაფორმდება.
მანამდე იტალიური გრანდის რიგები ფრანგმა რანდალ კოლო-მუანიმ შეავსო, რომელიც "პსჟ"-დან შეიძინეს. ინგლისში გამგზავრებამდე ჯოშუა ზირკზემ სერია A-ში, "ბოლონიას" შემადგენლობაში იასპარეზა, რითაც თავი წარმატებით გამოაჩინა, ასე რომ ჯოშუასთვის იტალიური ჩემპიონატი ახალი ხილი ნამდვილად არ გახლავთ.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.