თბილისი:
მანჩესტერი:
5-08-2026, 17:42
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 278,
კომენტარები: 1
რეშფორდს თურქული კლუბი ეპატიჟება
რეგრესი თუ პროგრესი? მარკუსი შესაძლოა თურქულ ჩემპიონატში იხილოს გულშემატკივარმა.
რეშფორდს თურქული კლუბი ეპატიჟება
თურქული "ფენერბახჩე" ინგლი**** გრანდის "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, მარკუს რეშფორდის გაფორმებით არის დაინტერესებული და მზადაა, მისი ტრანსფერისათვის სერიოზული ფინანსური ძალისხმევა გაიღოს.

აღნიშნულის შესახებ The Sun-ი იუწყება.
​წყაროს ინფორმაციით, რეშფორდი შედის იმ სამი ფეხბურთელის მოკლე სიაში, რომელთაც თურქები აკვირდებიან. მის გარდა, თურქული კლუბი თვალს ადევნებს „მილანის“ გარემარბს, რაფაელ ლეაუსა და „კრისტალ პალასის“ თავდამსხმელს, ისმაილა სარს.
​
ფენერბახჩეს“ წარმომადგენლებმა უკვე დაამყარეს კონტაქტი რეშფორდის გარემოცვასთან. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ისმაილ ქართალის დანიშვნის შემდეგ, კლუბი განაცხადის გაძლიერებას გეგმავს, რათა ტიტულებისთვის „გალათასარაის“ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს.
​
გასულ სეზონში 28 წლის ფეხბურთელი იჯარით „ბარსელონაში“ იმყოფებოდა, სადაც 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.


თქვენი აზრით უნდა დატოვოს თუ არა რეშფორდმა კლუბი?

დიახ
არა

სიახლეები
1 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 აგვისტო 2026 08:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11752
რავიცი ერთს შანს მივცემდი კიდე კერიკის ხელში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top