თბილისი:
მანჩესტერი:
3-08-2026, 14:10
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 290,
კომენტარები: 1
კერიკი: "გვსურს სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშოთ"
სპეციალისტის ინტერვიუ.
კერიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ კარიკმა, გუნდის თამაშის სტილსა და სანახაობრივი ფეხბურთის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"წითელმა ეშმაკებმა" გასული სეზონის მეორე ნახევარი ინგლისელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩაატარეს, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

"გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია - რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთის მთავარი შემადგენელი ნაწილია. თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენ გვსურს ვითამაშოთ სანახაობრივად, გავიტანოთ გოლები და ჩავატაროთ შთამბეჭდავი მატჩები.

ეს არის ის, რაც გულშემატკივრებს უყვართ და სწორედ ამის გამო შემიყვარდა თავის დროზე ეს კლუბი",
- ციტირებს კარიკის სიტყვებს გამოცემა centredevils.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის გასული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა. მომავალ სეზონში "ოლდ ტრაფორდელები" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.
სიახლეები
1 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 აგვისტო 2026 08:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11744
დიდი იმედებით ვართ !❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top