თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2026, 12:19
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 356,
კომენტარები: 4
ბრუნომ გადაწყვეტილება მიიღო
რჩება თუ მიდის პორტუგალიელი? იხილეთ სტატიაში.
ბრუნომ გადაწყვეტილება მიიღო
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის მიერ გაჟღერებული უახლესი ინფორმაციით, პორტუგალიელი ნახევარმცველი და გუნდის ხერხემალი ბრუნო ფერნანდეში 100%-ით გააგრძელებს თამაშს "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მომდევნო სეზონშიც.

წყაროს ცნობით, ფერნანდეშმა როგორც თანაგუნდელებს, ისე საკუთარ ახლო გარემოცვას მკაფიოდ აცნობა, რომ მისი სურვილია დარჩეს "ოლდ ტრაფორდზე" და კარიერა "წითელ ეშმაკებში" გააგრძელოს.

"მაგნიფიკო" ინგლისურ გიგანტს 2020 წელს შეუერთდა, როდესაც კლუბმა ის პორტუგალიური "სპორტინგი"- დან 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.

2025/26 წლების სეზონში პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთადაღებული 37 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

საგოლე გადაცემების მაჩვენებლით ის გახდა ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთადერთი რეკორდსმენი ფეხბურთელი ვინც ერთ სეზონში აღნიშნული მაჩვენებელი დააფიქსირა.

სატრანსფერო პორტალი "ტრანსფერმარკეტი" ფერნანდეშის საბაზრო ღირებულებას ამჟამად 35 მილიონ ევროდ აფასებს.
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
25 ივნისი 2026 12:20
  • სიახლეები: 3050
  • კომენტარები: 3985
მეტი რა გითხრათ რით გაგახაროთ ))
0
№2
ავტორი: ikeoni
25 ივნისი 2026 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11732
სასწაული ბიჭი რომლის გარეშეც რა გვეშველებოდა არ ვიცი❤️
0
№3
ავტორი: dybbuk
29 ივნისი 2026 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1625
ამ სტატიასთან არაა კვაშირში, მაგრამ მარცხენა მცველს რომ ეძებენ და ჰოლის გადმოყვანა რომ უნდათ, ჯერ ერთი ნიუკასლი დიდ ფულს მოითხოვს და მერე მეორე, ეს პედრო ლეონი რისთვის იყიდეს თან რამხელა აჟიოტაჟით, მომავალი კარლოსიაო და მთელი ამბები:)))) გაყიდიან მერე 4 მილიონად სადმე პორტოში ან ატლეტიკოში და 1-2 წელიწადში 60 ეღირება, ისევე როგორც კარერასის შემთხვევაში იპროფესორეს.
0
№4
ავტორი: PaLoMo
7 ივლისი 2026 23:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4180
ციტატა: dybbuk
ამ სტატიასთან არაა კვაშირში, მაგრამ მარცხენა მცველს რომ ეძებენ და ჰოლის გადმოყვანა რომ უნდათ, ჯერ ერთი ნიუკასლი დიდ ფულს მოითხოვს და მერე მეორე, ეს პედრო ლეონი რისთვის იყიდეს თან რამხელა აჟიოტაჟით, მომავალი კარლოსიაო და მთელი ამბები:)))) გაყიდიან მერე 4 მილიონად სადმე პორტოში ან ატლეტიკოში და 1-2 წელიწადში 60 ეღირება, ისევე როგორც კარერასის შემთხვევაში იპროფესორეს.

სულ 3 გადავიხადეთ 4 ად ვინ წაიყვანს

მარცხენა მცველი თუ უნდოდათ კარერასი რატო არ დააბრუნებს ბენფიკადან?50 მილიონად იყიდა რეალმა და ჩვენ უფრო იაფად შეგვეძლო დაგვებრუნებინა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top