თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2026, 18:07
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 323,
კომენტარები: 3
კუნია: "კერიკს ფერგიუსონის ეპოქის მაგია აქვს"
ბრაზილიელი კლუბის დამრიგებელს აქებს.
კუნია:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მატეუს კუნია მიიჩნევს, რომ დროებით მწვრთნელ მაიკლ კერიკს აქვს "მაგია", რომელიც კლუბს ლეგენდარულ სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში დააბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ კუნიამ გუშინდელ შეხვედრაში "იუნაიტედის" პირველი გოლი, "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ გაიტანა. "წითელმა ეშმაკებმა" აღნიშნული მატჩი 3-2 მოიგეს და 2026/27 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ადგილი ოფიციალურად დაიმკვიდრეს, პრემიერ ლიგის დასრულებამდე სამი თამაშით ადრე.

იანვარში ცოტას სჯეროდა, რომ "იუნაიტედი" ოთხეულში მოხვდებოდა, თუმცა რუბენ ამორიმის გათავისუფლების შემდეგ, კლუბის საფეხბურთო დირექტორმა ჯეისონ უილკოქსმა განაცხადა, რომ ევროპის ელიტარულ შეჯიბრში დაბრუნება კლუბის მთავარი მიზანი იყო.

კერიკმა 14 მატჩიდან 10 მოიგო და ახლა მუდმივი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ფავორიტად ითვლება. კუნია იმედოვნებს, რომ ის აღნიშნულ სამსახურს გრძელვადიანი კონტრაქტით მიიღებს.

"მე მის გვერდით სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და ვფიქრობდი რომ, ის შესანიშნავი მასწავლებელია. მას ფერგიუსონის ეპოქის მაგია აქვს. ის მოვიდა და ეს ჩვენც გადმოგვცა, გვასწავლა, როგორ უნდა ვაკეთოთ ეს საქმე.

და მან თავის მიზანს მიაღწია. ეს ფანტასტიკურია. მასთან მუშაობა სიამოვნებაა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ის გრძელვადიან კონტრაქტს იმსახურებს.

ჩემპიონთა ლიგის გარეშე "მანჩესტერი" წარმოუდგენელია ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგა "მანჩესტერის" გარეშე.

მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე არ ვდარდობთ. ჩვენ ტიტულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ეს პირველი ნაბიჯია. მომავალ სეზონში გაცილებით ძლიერები შეგვიძლია ვიყოთ",-
- განაცხადა დასასრულს კუნიამ

მას შემდეგ, რაც ფერგიუსონმა 2013 წელს "ოლდ ტრაფორდი" დატოვა, "იუნაიტედი" სამეულში მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა. "წითელი ეშმაკების" საუკეთესო სეზონი ფერგიუსონის შემდგომ ეპოქაში 2020/21 წლების სეზონი იყო ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით, სადაც ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ, ჩემპიონებს 12 ქულით ჩამორჩნენ. ამ სეზონში კერიკის გუნდს შეუძლია ჩემპიონებთან უფრო ახლოს დაასრულოს სეზონი.
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
5 მაი 2026 08:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11727
იმედია მალე გაუფორმებენ კერიკს კონტრაქტს❤️
0
№2
ავტორი: LASHQARA
7 მაი 2026 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2024
ფაქტია რომ მოედნის ხედვა კარგი აქვს, გუნდს რწმენა და იმედი დაუბრუნა, მენტალურად გაძლიერდა გუნდი, ლამენსი კარში მშვენიერია, რაც ბოლო სეზონებში სუსტი წერტილი იყო, შეტევა გაძლიერდა, კომბინაციის და კარგი კონტრშეტევის ხარჯზე, რაც მთავარია ეს ყველაფერი სტაბილურად ასეა, ქერიქ მადლობა love am
0
№3
ავტორი: Mishiko82
8 მაი 2026 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 626
იმედია კერიკს დატოვებენ და ახალი ფეხბურთელებისთვეს ფულსაც გამოუყოფენ, ამ შემადგენლობით გაუჭირდებათ 2-3ტურნირზე წარმატებული ასპარეზობა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top