თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2013, 16:54
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2338,
კომენტარები: 21
საუკეთესო თერთმეტეული
საუკეთესო თერთმეტეული "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიიდან.
საუკეთესო თერთმეტეული
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები დამწუხრებულნი არიან მას შემდეგ, რაც გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა. ამას დაემატა "არისტოკრატებთან" ნათამაშები ფრე, არადა "ეშმაკები" 2-0_ს იგებდნენ. ამიტომ გადავწყვიტე გავიხსენო გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები, რათა ცოტათი მაინც დავივიწყოთ ბოლო 2 მატჩი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიო ფეხბურთში. აუცილებლად აღსანიშნავია სერ ალექს ფერგიუსონი, რომლის ხელში ბევრმა ფეხბურთელმა გაიბრწყინა. სწორედ შოტლანდიელს უკავშირდება ძალიან ბევრი ტიტული. ბასბიდან გუნდიდან დაწყებული დღემდე, "ეშმაკებში" მართლაც ბევრმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ითამაშა.

სწორედ ამიტომ ძნელია გამოარჩიო საუკეთესო თერთმეტეული, ამიტომ ბევრი არ დამეთანხმება ჩემს გადაწყვეტილებაში.

პეტერ შმეიხელი


საუკეთესო თერთმეტეული


ლეგენდარული მეკარე სწორედ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში თამაშობდა. იგი "იუნაიტედში" 1991 წელს გადავიდა და "საუკუნის გარიგებაც" უწოდეს. შმეიხელი "მანჩესტერის" ლეგენდარულ გოლკიპერად ითვლება.

დანიელმა მეკარემ "ოლდ ტრაფორდზე" სულ 8 წელი ითამაშა. ამ დროში მან პრემიერ ლიგის ტიტული 5_ჯერ მოიგო, FA CUP სამჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ იზეიმა.

შმეიხელმა "მანჩესტერული" კარიერა 1999 წელს დაასრულა, მაშინ როდესაც გუნდმა "ტრებლი" შეასრულა.

როი კინი


საუკეთესო თერთმეტეული


როი კინი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი გამორჩეული კაპიტანი იყო. მას გუნდთან ერთად დიდი მიზნები ჰქონდა, რასაც შესანიშნავად ასრულებდა. იგი მოედნის ყველა წერტილში იყო, სადაც ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა.

როი კინმა "იუანიტედთან" ერთად პრემიერ ლიგა შვიდჯერ მოიგო, FA CUP ოთხჯერ, ევროპული ტიტული კი ერთხელ. იგი მართლაც ჭეშმარიტი კაპიტანი იყო და "ოლდ ტრაფორდიდანაც" დიდებით გააცილეს.

რაიან გიგზი


საუკეთესო თერთმეტეული


რა შემიძლია ვთქვა რაიან გიგზზე? იგი გუნდის სული და გულია. წინა სამშაბათს თავის კარიერაში 1000_ე მატჩი ჩაატარა, რაც ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი ოცნებაა. იგი 90_იან წლებში ფლანგზე თამაშობდა, საიდანაც ნებისმიერ გუნდს აწიოკებდა. როდესაც სიბერისკენ წავიდა, მან თავისი სათამაშო სტილი შეცვალა და ცენტრში გადაიწია. სწორედ ამ პოზიციიდან დირიჟორობს გუნდს შეტევებსა თუ თავდასხმაში.

რაიან გიგზი - "მანჩესტერ იუნაიტედის" გამორჩეული ლეგენდა.

სერ ბობი ჩარლტონი


საუკეთესო თერთმეტეული


სერ ბობი ჩარლტონი განიხილება, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელი. იგი მართლაც ღირსეულად მოხვდა საუკეთესო თერთმეტეულში.

ინგლისში დაბადებულმა ფეხბურთელა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" 200 გოლი გაიტანა. მის გენიალურობაში კი მხოლოდ გატანილი ბურთები არ არის მთავარი. ჩარლტონი "ეშმაკებში" 1956-1973 წლებში თამაშობდა.

საინტერესოა, რომ იგი ჯერ კიდევ ცოცხალია. ჩარლტონი ყოველთვის ესწრებს მატჩებს, საშინაოა თუ გასვლითი. იგი ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონიც გახლავთ.

კრიშტიანო რონალდო


საუკეთესო თერთმეტეული


რატომ მოხვდა რონი ამ სიაში? "იუნაიტედში" გატარებული 6 წლის განმავლობაში მან ყველაფერი მოიგო. იგი ნიჭიერი ფეხბურთელიდან ლეგენდად გადაიქცა, რაც სერ ალექს ფერგიუსონის დამსახურებაა. კრიშტიანო ჩვენდა სამწუხაროდ "რეალში" გადავიდა და ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეც გახდა. მაგრამ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ მოგვაგებინა უამრავი ტიტული.

დენის ირვინი


საუკეთესო თერთმეტეული


დენის ირვინი ამ გუნდში ულაპარაკოდ უნდა მოხვედროდა. იგი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია გუნდის ისტორიაში.

დენისი "მანჩესტერ იუნაიტედს" 1990 წელს შეურთდა. კარიერა კი 2002 წელს დაასრულა. ამ დროში მან 500_ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. მას დიდი დამსახურება მიუძღვის იმაში, რომ "იუნაიტედი" დღეს ასეთი ტიტულოვანი გუნდია.

დანკან ედვარდსი


საუკეთესო თერთმეტეული


ბობი ჩარლტონმა დანკან ედვარდსი ასე აღწერა: "ყველაზე ჩამოყალიბებული ბრიტანელი ფეხბურთელი". ალბათ ეს სიტყვები მის სიძლიერეს კარგდ გამოხატავს. სამწუხაროა, რომ დანკანმა სისცოცხლე 21 წლის ასაკში დაასრულა. მიზეზი კი მიუნხენის ტრაგედიაში მიღებული ტრამვები იყო. ედავარდსმა თავისი შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ გამოიყენა, ადრეულ ასაკში გარდაცვალების გამო.

ერიკ კანტონა


საუკეთესო თერთმეტეული


მიუხედავად იმისა, რომ ერიკ კანტონამ "ოლდ ტრაფორდზე" სულ რაღაც 5 წელი დაჰყო, ამ დროში მან შეუძელებელი გააკეთა. ასეთი მოქმედება კი მხოლოდ დიდებულ ფეხბურთელებს შეუძლიათ. პირველ სეზონში ერიკმა 22 გოლი გაიტანა, რამაც პრემიერ ლიგის მოგება შეაძლებინა "მანჩესტერ იუნაიტედს".

ერიკ კანტონამ გუნდი 1997 წელს დატოვა. 5 წელიწადში სულ 143 მატჩი ჩაატარა და 64 გოლი გაიტანა.

გარი ნევილი


საუკეთესო თერთმეტეული


გარი ნევილმა "ოლდ ტრაფორდზე" 20 წელი გაატარა, რის შემდეგაც 2011 წელს კარიერა დაასრულა. იგი კაპიტანი 2005 წელს გახდა და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა თავისი გუნდის წარმატებისთვის. მან მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეეძლო. გარიზე მეტი მატჩი კი მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს აქვს ჩატარებული, ესენი არიან რაიან გიგზი, პოლს სქოულზი, სერ ბობი ჩარლტონი და ბილლ ფოულკესი. შეუძლებელია, რომ ინგლისელი მცველი ამ გუნდში არ შევიყვანოთ.

ჯორჯ ბესტი,

Maradona good, Pelé better, George Best.


საუკეთესო თერთმეტეული


ერთ დღეს პელემ განაცხადა, რომ "ჯორჯ ბესტი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია". ძნელია ბრაზილიელს ამ სიტყვებში არ დაეთანხმო. ჯორჯი "მანჩესტერ იუანიტედში" მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ მოვიდა და ერთი 1966 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. "ეშმაკების" ფორმით ბესტმა 361 შეხვედრიდან 138 გოლი გაიტანა.

უბრალოდ გასაოცარია!!!


მარტინ ბუჩანი


საუკეთესო თერთმეტეული


ალბათ ბევრს არ გაგიგიათ მარტინ ბუჩანის სახელი. იგი "მანჩესტერ იუნაიტედში" მაშინ გადავიდა, როდესაც გუნდს ყველაზე ძალიან უჭირდა. მისი სატრანსფერო ფასი 120.000 ფუნტი იყო. ბუჩანი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა. სწორედ მარტინის დამსახურებაა, რომ 1977 წელს "იუნაიტედმა" FA Cup მოიგო. გუნდის მაისურით ბუჩანმა 456 შეხვედრა ჩაატარა.
სიახლეები, ახალი ამბები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Amerigo
15 მარტი 2013 16:57
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
მაგარია
0
№2
ავტორი: UTD-Rule
15 მარტი 2013 17:12
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
გარი ნევილის ის ფოტო როგორ მიყვარს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Esi
15 მარტი 2013 17:22
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ექსელენტ! ყოჩაღ ავტორ!
0
№4
ავტორი: Amerigo
15 მარტი 2013 17:51
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
უძალიან მაგრესი სტატიაა!
0
№5
ავტორი: Beckham 7
15 მარტი 2013 17:54
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
გაიხარეთ მადლობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№6
ავტორი: Shako Jones
15 მარტი 2013 18:01
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ოოოოო
0
№7
ავტორი: manutd-14
15 მარტი 2013 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ძალიან მაგარია :)
0
№8
ავტორი: Z A C K™
15 მარტი 2013 18:23
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
საღოლ
!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№9
ავტორი: love united
15 მარტი 2013 18:35
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ...საინტერესო სტატიაა...
0
№10
ავტორი: RVP (20)
15 მარტი 2013 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
მაგარია, საღოლ good2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top