თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2026, 07:02
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 227,
კომენტარები: 2
ვინგერი სატრანსფერო სიაში
ძველი სამიზნე ახალი სეზონისთვის.
ვინგერი სატრანსფერო სიაში
იტალიური "მილანის“ გარემარბი და თავდამსხმელი რაფაელ ლეაუ შესაძლოა მომავალი სეზონიდან გულშემატკივარმა სხვა კლუბის მაისურით იხილოს არენაზე.

"როსონერი" პორტუგალიელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ამჯობინებენ, თუმცა მისი გაყიდვის შესაძლებლობასაც განიხილავენ დაახლოებით 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

როგორც TEAMtalk იუწყება, შუამავლებმა უკვე დაიწყეს ლეაუსთვის შესაძლო ვარიანტების შესწავლა. განსაკუთრებული ყურადღება ინგლისის კლუბებზეა მიმართული.

კონტაქტები არსებობს "მანჩესტერ იუნაიტედთან", "არსენალთან", "ჩელსისა" და "ლივერპულთან". ასევე 26 წლის ლეაუს სიტუაციაზე ინფორმირებულები არიან "პსჟ" და "ბაიერნი".

ცნობისთვის, პორტუგალიელის მოქმედი კონტრაქტი იტალიურ გრანდთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
სიახლეები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
4 მაი 2026 07:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11727
მოაცილეთ რა
0
№2
ავტორი: Mishiko82
8 მაი 2026 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 626
არ გამოგვადგება არა რეშფორდს არაფლით ჯობია მაგარი არასტაბილურია. ვინგერი თუ უნდათ კვარაზე უკეთესს ვერ ნახავენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top