ბრაზილიელი ფეხბურთელი ენდრიკი აცხადებს, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და აქვს "მანჩესტერ იუნაიტედის" მიმართ, რაც ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს დამსახურებაა.
ენდრიკის თქმით, რონალდუს წარმატებულმა კარიერამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ყურადღებით ადევნებდა თვალს პორტუგალიელის ასპარეზობას სხვადასხვა კლუბში - "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალ მადრიდი", "იუვენტუსი" და შემდეგ "ალ-ნასრი".
"მანჩესტერ იუნაიტედის" მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა, რადგან კრიშტიანუ იქ თამაშობდა და დიდ წარმატებას მიაღწია. ყურადღებით ვადევნებდი თვალს მის კარიერას, ვუყურებდი ვიდეოებს, როცა ის თამაშობდა ამ კლუბში.
"რეალ მადრიდში", "იუვენტუსში" და შემდეგ "ალ-ნასრში". სადაც არ უნდა წასულიყო, მის თამაშს ყოველთვის ყურადღებით და სიამოვნებით ვადევნებდი თვალს", - აღნიშნა ენდრიკმა.
შეგახსენებთ, რომ "ლიონის" ფეხბურთელს სპორტული პრესა სწორედ ინგლისურ გრანდს უკავშირებს, დიდი ალბათობით ინგლისელები ზაფხულში ფეხბურთელის დამატებას ეცდებიან.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.