თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2026, 06:11
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 300,
კომენტარები: 7
დიდი დაბრუნების მოლოდინში
შოტლანდიელის გეგმები ცნობილია.
დიდი დაბრუნების მოლოდინში
შოტლანდიელ ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ, რომელიც აქამდე "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდა, შესაძლოა დატოვოს თავისი ამჟამინდელი კლუბი - "ნაპოლი".

Tuttomercatoweb-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, ფეხბურთელი ოცნებობს ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე.

ნახევარმცველი შესაძლოა ისევ "წითელი ეშმაკების" რიგებს შეუერთდეს, რომლებიც მისი ტრანსფერით არიან დაინტერესებულნი.

29 წლის მაკტომინეი "ნეაპოლურ" გუნდში 2024 წლის აგვისტოდან მოყოლებული თამაშობს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ივნისის ბოლოს იწურება.

შოტლანდიელის საბაზრო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში მან 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
16 თებერვალი 2026 09:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4175
არც ამას უნდა დაბრუნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: iniesta123
16 თებერვალი 2026 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ნუ კი მევასება ძალიან მაკტომინეი მაგრამ ფაქტია პრემიერ ლიგაში თამაში საერთოდ სხვა არის რა

სამწუხაროდ ძაან დავარდა დონე სერია ა-ში,რავიცი ჰოილუნიც დაფრინავს და პრემიერლიგაში ბურთს ვერ იღებდა.თუნდაც ლუკაკუ,კი ქონდა კაი მომენტები პრემიერლიგაში მარა ფაქტია მაინც ვერ იყო ის დონე რაც უნდა ეთამაშა,რამდენი იტალიაში წავიდა იმდენი იფრინა და პლიუს 40 წლის მოდრიჩი რომელსაც უკვე ლა ლიგაში უჭირდა სერია აში 20 წლის ბიჭებს ჯობნის.(ეს ეხლა უცებ რაც გამახსენდა)

ნუ ჩემი აზრით სერია ა აღარაა კაი საზომი ფეხბურთლების(ნუ რამდენიმე კაი ფეხბურთელების გამოკლებით)
0
№3
ავტორი: ikeoni
16 თებერვალი 2026 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11709
ციტატა: iniesta123
ნუ კი მევასება ძალიან მაკტომინეი მაგრამ ფაქტია პრემიერ ლიგაში თამაში საერთოდ სხვა არის რა

სამწუხაროდ ძაან დავარდა დონე სერია ა-ში,რავიცი ჰოილუნიც დაფრინავს და პრემიერლიგაში ბურთს ვერ იღებდა.თუნდაც ლუკაკუ,კი ქონდა კაი მომენტები პრემიერლიგაში მარა ფაქტია მაინც ვერ იყო ის დონე რაც უნდა ეთამაშა,რამდენი იტალიაში წავიდა იმდენი იფრინა და პლიუს 40 წლის მოდრიჩი რომელსაც უკვე ლა ლიგაში უჭირდა სერია აში 20 წლის ბიჭებს ჯობნის.(ეს ეხლა უცებ რაც გამახსენდა)

ნუ ჩემი აზრით სერია ა აღარაა კაი საზომი ფეხბურთლების(ნუ რამდენიმე კაი ფეხბურთელების გამოკლებით)
. ზუსტად !
0
№4
ავტორი: Malboro463
16 თებერვალი 2026 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5927
სადაც არის მისი დონის შესაფერისი კლუბი და ჩემპიონატია. ფანებსაც შეაყვარა თავი და კარგადაც მოერგო კლუბს კლუბი თუ არ უშვებს არ უნდა წავიდეს სადმე ჩემი აზრით
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
16 თებერვალი 2026 20:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3283
გარდა იმისა რომ ძალიან მძიმე ნახევარცმველია პლიუს ამას ჩვენთან უჯარიმოდ ეგ ბურთს ვერ იგებდა.ფელაინი 2 იყო გოლების პონტში.ახლა ჩვენი ცენტრი ძალიან ტექნიკურია და სტილს რასაც ვთამაშობთ ეგეთი ტიპის ცენტრი არ უხდება არანაირად
0
№6
ავტორი: red_devil_17
გუშინ, 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ციტატა: Dato kutaisi
გარდა იმისა რომ ძალიან მძიმე ნახევარცმველია პლიუს ამას ჩვენთან უჯარიმოდ ეგ ბურთს ვერ იგებდა.ფელაინი 2 იყო გოლების პონტში.ახლა ჩვენი ცენტრი ძალიან ტექნიკურია და სტილს რასაც ვთამაშობთ ეგეთი ტიპის ცენტრი არ უხდება არანაირად


ვერ დაგეთანხმები, სანამ ნაპოლიში გადავიდოდა თუ გახსოვს თავის ნაკრებში დაფრინავდა, ყოველ სანაკრებო პაუზაზე გოლებს ყრიდა. ჩვენ ჩამშლელად ვათამაშებდით, რაც გამოჩნდა რომ არაა მაგის როლი, და ნაპოლიში ძალიან მაგრად თამაშობდა ფორვარდების უკან. როცა ცოტა თავისუფლება ჰქონდა ჩვენთან წასვლამდე პერიოდში, ძალიან კარგ ფორმაში იყო მაშინაც, მახსოვს რამდენიმე თამაში მარტომ მოგვაგებინა. საერთოდაც რო გაყიდეს გამიკვირდა, ერთერთი ყველაზე კარგი იყო იმ მომენტში სხვებთან შედარებით.

პრობლემა ისაა რომ ჩვენ სხვა ფეხბურთს ვთამაშობთ, გვჭირდება წინ ბრუნო და მის უკან ორი მუშა ჩამშლელი და კარგი პასის ფეხბურთელი გამსუფთავებელ-გამთამაშებლად. სკოტი სხვა კაცია, გამოჩნდა ნაპოლიში და ნაკრებშიც რო მეტი თავისუფლება ჭირდება შეტევაში და ნაკლები შავი სამუშაო უკან. წინა თამაშის მსგავს მომენტებში მკვდარი დაცვით გვეთამაშებიან მაგრად დაგვეხმარებოდა. მაგრამ რეგულარულად ძირითადში კაზეს ან მეინუს ნაცვლად არამგონია გაამართლოს.
0
№7
ავტორი: Chesterman
გუშინ, 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 783
იყოს სადაცაა იპოვა მისი ადგილი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top