თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2026, 07:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 671,
კომენტარები: 4
იანვრის თვის საუკეთესო
კერიკის წარმატებული სტარტი.
იანვრის თვის საუკეთესო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი მაიკლ კერიკი ინგლისის პრემიერ ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას English Premier League-ის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ კერიკმა "მანჩესტერ იუნაიტედი" 13 იანვარს ჩაიბარა.

თვის ბოლომდე "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარეს, თუმცა ორივეში შესანიშნავი შედეგი აჩვენეს. "მანჩესტერელებმა" ჯერ შინ 2:0 დაამარცხეს გვარდიოლას "სიტი", ხოლო შემდეგ კი სტუმრად 3:2 სძლიეს ჩემპიონობისთვის მებრძოლ "არსენალს".

ამ დროისთვის "იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება. კერიკის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 თებერვალს "ევერტონის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 თებერვალი 2026 09:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11714
კერიკს უნდა მიეცეს შანსი და თან აუცილებლად უნდა გაძლიერდეს გუნდი ორი ტოპ ნახევამრცველით ტონალი ადნერსონი იქნებოდა იდეალური ვარიანტი !
0
№2
ავტორი: LASHQARA
14 თებერვალი 2026 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2018
ფაქტია ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს გუნდი, გაგიკვირდებათ და დორგუს დაბრუნებას ველოდები, ვფიქრობ რომ უფრო კარგ შემტევ ფეხბურთს ითამაშებს გუნდი, კიდევ უფრო მაღალი ტემპით, დორგუ ბოლოს ისეთ ფორმაში იყო დაფრინავდა, თან რა გასროლებს აკეთებდა საჯარიმოს გარედან love არ მეგონა ამის დაწერა როდესმე თუ მომიწევდა wink
0
№3
ავტორი: Lalana
14 თებერვალი 2026 23:44
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2354
არ ვიცი ამ ხუთი თამაშის შემდეგ რა იქნება და სეზონის ბოლოს რა მდგომარეობაში ვიქნებით,მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ეს ხუთი თამაშიც რომ გავითვალისწინოთ აშკარა პროგრესი გვაქვს.მთელი ნახევარი სეზონი რომ გავიხსენოთ თუ როგორ მიდიოდა და როგორ გამოიყურებოდა გუნდი რუბენ ამორიმის მწვრთნელობის დროს, დავინახავთ აშკარა განსხვავებას.მივიღეთ მეტი კომბინირებული გადაცემა და ბევრად შესაფერისი წყობა ამ გუნდისთვის.როდესაც რუბენი,ჰააგი თუ სხვა მწვრთნელები თავიანთ ფილოსოფიას მიყვებოდნენ და არ ხდებოდა ისე რომ გუნდისთვის მოერგოთ ტაქტიკა და არა პირიქით, ვიღებდით იმას რასაც ვიღებდით.ასევე დაცვიდან ბურთის ამოტანაც აშკარად უკეთესია,ისევე როგორც ზოგადად კომბინაციებიც,ასევე ვესთჰემთან მატჩში აშკარად დავინახეთ ისიც,რომ არ შეეშინდა გარისკვის და შემტევი დაამატა მცველის ნაცვლად.დიდი იმედი მაქვს,რომ ოთხეულში შეგვიყვანს ასეთივე თამაშით მაიკლი და სეზონის ბოლოსაც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.ჩვენ კარგად ვნახეთ,რომ მილიონი მწვრთნელია რომელმაც ვერ გაამართლა ამ გუნდში წლების განმავლობაში,აქედან გამომდინარე არც იმაზე გვაქვს გარანტია,რომ დავუშვათ ლუის ენრიკე ან ტუხელი შეცვლის სერიოზულად სიტვაციას.ნუ ენრიკე ნამდვილად კარგი კანდიდატურაა,რადგან ახალგაზრდებთანაც კარგად მუშაობს და კარგი გუნდიც ააწყო პესეჟეში,მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც არავისზე გვაქვს გარანტია.ვნახოთ რა იქნება,მთავარია გუნდი წარმატების გზას დაადგეს და ვინ იქნება გუნდის სათავეში ეგ არამგონია დიდად გადამწყვეტი ფაქტორი იყოს.
0
№4
ავტორი: Malboro463
15 თებერვალი 2026 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5930
ფაქტია თავიდან ყცელა კარგად იწყებს მარა მერე ##ვდებიან ვნახოთ კერიკის შემთხვევაში რა იქნება ..
სეზონის ბოლომდე კიდე 12 თამაშია და უფრო დავინახავთ მის შესაძლებლობებს რა და რამდენი ფორმაცით შეეეძლება თამაში
თამაშის მსვლელობისას როგორ ფიქრობს
ამ ეტაპზე კი რასაც ველოდით იმაზე მეტი გაკეთა
სწრაფ და კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებს პლიუს სტანდარტებზეც კარგად მუშაობენ
მაგრამ რამოდენიმე თამაშის მერე თამაშის ხარისხმა თუ დავარდა და კერიკის ფანტაზია ამის იქით აღარ წავიდა ლუის ენრიკეს ვარიანტი თუ გამოჩნდება დაუფიქრებლად უნდა დანიშნონ
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top