თბილისი:
მანჩესტერი:
დღეს, 09:00
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 41,
კომენტარები: 0
ოუენი: "ის იუნაიტედისთვის იდეალური ვარიანტია"
ოუენმა "იუნაიტედს" რჩევა მისცა.
ოუენი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა კლუბს მთავარი მწვრთნელის არჩევასთან დაკავშირებით რჩევა მისცა.

ცოტა ხნის წინ "წითელმა ეშმაკებმა" სეზონის ბოლომდე მთავარ მწვრთნელად მაიკლ კერიკი დანიშნეს. მას შემდეგ გუნდმა პრემიერ ლიგაში ოთხივე ჩატარებული მატჩი მოიგო ერთი კი ფრედ დაასრულა.

"ბოლო ათწლეულის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველაფერი სცადა. მათ მიიწვიეს ბუნებით გამარჯვებულები, გამოცდილი მწვრთნელები, ყოფილი ფეხბურთელები, ახალი გენიები და გამოცდილი სპეციალისტები. სცადეს ყველაფერი.

ახლა კი მათ ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც თუ ამავე ტემპით გააგრძელებს ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს აიღებს.
ტრიბუნები გაცოცხლდა, თავდაჯერებულობა დაბრუნდა და სტაბილურობა გამოჩნდა.

მას ესმის კლუბის მნიშვნელობა და სწორი ხასიათი აქვს. წარმოიდგინეთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა და კერიკს ეტყვიან:
"მადლობა გაწეული სამუშაოსთვის, ჩვენ სხვას დავნიშნავთ". ამ შემთხვევაში კლუბი ისევ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ბოლო 10-12 წლის განმავლობაში იყო.

ეს ხომ ნიშნავს საკუთარ თავს ფეხებში ესროლო! ყველაფერი თვალწინ არის. კარიკი ალბათ მადლობას არ მეტყვის ასეთი სიტყვებისთვის, მაგრამ ის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" იდეალური ვარიანტია.

ის იაფი დაუჯდება კლუბს, ხოლო ფინანსური მდგომარეობა ამჟამად საუკეთესო არ არის. ადაპტაცია საჭირო არ იქნება, ენობრივი ბარიერი არ არსებობს - ის უკვე აქ არის და მზადაა. ასევე, არ გახდება საჭირო მისი კონტრაქტის გამოსყიდვა სხვა კლუბიდან", -
განაცხადა ოუენმა Goal-თან საუბრისას.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top