თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2026, 07:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 664,
კომენტარები: 1
შეშკო: "თითოეული შანსის რეალიზება უნდა შევძლოთ"
ფეხბურთელის მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
შეშკო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ბენჯამინ შეშკომ მატჩისშემდგომი მოსაზრება გაგვიზიარა.

სწორედ სლოვენიელმა ფეხბურთელმა გადაურჩინა ქულა "წითელ ეშმაკებს" 96-ე წუთზე გატანილი გოლით.

"ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, ვმუშაობთ ერთად და ყოველთვის ვიბრძვით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მინიმუმ ფრის მოპოვება, რადგან მოწინააღმდეგე კონტრშეტევებში განსაკუთრებით სახიფათო იყო.

გუნდი თავს კარგად გრძნობს და რთულ მომენტებშიც ერთიანობას ინარჩუნებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მთავარია გავაგრძელოთ ის, რასაც ბოლო მატჩებში ვაკეთებდით.

საჭიროა კონცენტრაციის შენარჩუნება და თითოეული შანსის რეალიზება",-
განაცხადა შეშკომ TNT Sports-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კარის ხელმძღვანელობით წინა ოთხ მატჩში გაიმარჯვა, "ვესტ ჰემთან" ბოლო ჩატარებული შეხვედრა კი ქულის მომტანი აღმოჩნდა.
სიახლეები
1 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
12 თებერვალი 2026 21:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4175
პროგრესი აშკარაა მთავარია ცვლილებების შიში არ დაეწყოს ქერიქს.ევრრტონთან სეასკომ უნდა დაიწყოს სასტარტოში და დიალომ ან მბუემომ უ და დაისვენოსდა ზამენიდან ჩაერთოს(დიალო ურო კარგად შემოდის ზამენიდან,როტორც კუნია)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top