"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა "ვესტ ჰემთან" დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეხვედრა ანგარიშით 1-1 დასრულდა.
"წითელი ეშმაკები" მარცხს მატჩის მიწურულს გადაურჩნენ - სტუმრებს ქულა 96-ე წუთზე ბენჟამინ შეშკოს გოლმა გადაურჩინა.
"ცხადია, ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია და ეს იმედგამაცრუებელია. "ვესტ ჰემის" მოედანზე თამაში ძალიან რთულია და შედეგის მისაღწევად სიმწვავე დაგვაკლდა.
გუნდის განწყობა კვლავ მაღალ დონეზეა და წინ უნდა წავიდეთ. დღეს მარტივი არ იყო, მაგრამ მაინც მოვიპოვეთ ერთი ქულა. ვეცდებით, პოზიტიურ მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება", - განაცხადა კერიკმა TNT Sports-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მოპოვებული ქულითა და ფეხის დაცდენის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ცხრილში მეოთხე ადგილი მაინც შეინარჩუნა.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.