თბილისი:
მანჩესტერი:
დღეს, 03:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 61,
კომენტარები: 0
რუნი: "მე მას ქვეყნის მეორე ბოლოში გავუშვებდი"
რუნის კრიტიკა ფანისა და სოციალური მედიის მიმართ.
რუნი:
ფანი სახელად ფრენკი 2024 წლის ოქტომბრიდან არ იჭრის თმას - შეგახსენებთ, რომ ის ელოდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ზედიზედ ხუთ გამარჯვებას.

მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით "წითელმა ეშმაკებმა" ოთხმატჩიანი მოგებების სერია დააფიქსირეს, თუმცა სამშაბათს "ვესტ ჰემთან" ქულები გაიყვეს. შედეგად, ფრენკს თმის შეჭრა კვლავ ვერ მოუწევს.


"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ თავდამსხმელს, უეინ რუნის, ამ ფანის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი არ მოსწონს.

"მე მას ქვეყნის მეორე ბოლოში გავუშვებდი. მომბეზრდა! უნდა ვსაუბრობდეთ კერიკზე და "მანჩესტერ იუნაიტედზე", რომელიც ზედიზედ ხუთი თამაშის მოგებას ცდილობს, და არა ბიჭზე, რომელსაც თმის შეჭრა უნდა.

მზად ვარ დავდო ფსონი, რომ თუ "იუნაიტედი" მოიგებს, ის მოწყენილი იქნება, რადგან ყურადღების ცენტრში აღარ მოექცევა. ეს ყველაფერი მაგიჟებს. აი, საით მიდის ფეხბურთი და სოციალური ქსელები",
- განაცხადა რუნიმ პოდკასტში No Tippy Tappy Football.

ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top