თბილისი:
მანჩესტერი:
დღეს, 03:09
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 64,
კომენტარები: 0
ერთადერთი შანსი კერიკს
რა შემთხვევაში დარჩება კერიკი მთავარი მწვრთნელის პოსტზე?
ერთადერთი შანსი კერიკს
მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ოთხი გამარჯვება და ერთი ფრე დააფიქსირა.

მიუხედავად დამაკმაყოფილებელი შედეგებისა, კერიკი მთავარი მწვრთნელის სრულფასოვან პოზიციაზე დანიშვნის ფავორიტად ამ ეტაპზე არ განიხილება. ამის შესახებ Sky Sports წერს.

წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში გუნდის სათავეში ისეთი სპეციალისტის დანიშვნას ამჯობინებს, რომელსაც ძლიერი ხასიათი და დიდი გამოცდილება აქვს, რათა შესაძლო სირთულეებს ეფექტურად გაუმკლავდეს.

კერიკი კლუბს კარგად იცნობს, თუმცა ავტორიტეტის კუთხით ის ისეთ კანდიდატებს ჩამორჩება, როგორებიც არიან კარლო ანჩელოტი და თომას ტუხელი.

ამავე დროს, აღინიშნება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში კერიკის თანამდებობის შენარჩუნების შანსები გაიზრდება.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top