თბილისი:
მანჩესტერი:
დღეს, 02:57
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 69,
კომენტარები: 0
მაღალი ფასი ტრანსფერს ართულებს
"იუნაიტედის" სურვილი, თუმცა შექმნილი დაბრკოლება.
მაღალი ფასი ტრანსფერს ართულებს
ბრაიტონის ნახევარმცველი კარლოს ბალება კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყურადღების ცენტრშია.

TEAMtalk-ის ჟურნალისტის, გრემ ბეილის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" კამერუნელი ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს ინარჩუნებენ.


"ბრაიტონმა" ნათლად განაცხადა, რომ 115 მილიონ ევროზე ნაკლებ წინადადებებს თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ არ განიხილავს.

კარლოს ბალება "ბრაიტონში" 2023 წელს ფრანგული "ლილიდან" გადავიდა, 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

მისი კონტრაქტი ძალაშია 2028 წლის 30 ივნისამდე. მიმდინარე სეზონში 22 წლის ნახევარმცველმა "თოლიების" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჯამში 23 მატჩი ჩაატარა, თუმცა საგოლე მოქმედებით არ გამოირჩეოდა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top