თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2026, 05:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 760,
კომენტარები: 5
ვენგერი: "მან რაღაც განსაკუთრებული შექმნა"
ვენგერის მილოცვა კერიკს.
ვენგერი:
"სიტისთან" მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, მაიკლ კერიკის გაწვრთნილი "იუნაიტედი" გულშემატკივრების გაოცებას განაგრძობს.

პრემიერ ლიგის მორიგ მატჩში, მორიგი დიდი გამარჯვება "წითელმა ეშმაკებმა" ჩემპიონობისთვის მებრძოლ მიკელ არტეტას "არსენალთან" მოიპოვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კერიკის მიმართ მისალოცი გზავნილი "მეთოფეების" ყოფილმა დამრიგებელმა არსენ ვენგერმაც გააჟღერა, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

"როგორც წესი, ასეთი გუნდების მონაწილეობით გამართულ შეხვედრებს ის მასპინძელი გუნდი იგებს ვინც პირველი მოახერხებს გატანას, თუმცა "იუნაიტედმა" შიდა სამზარეულოში რაღაც შეცვალა, მათ შეხვედრის შემოტრიალება და მათ სასარგებლოდ დასრულება შეძლეს.

ვფიქრობ, კერიკის თაოსნობით იქ რაღაც განსაკუთრებული ცვლილებების საწყისია უნდა მივულოცო კერიკს. მან რაღაც განსაკუთრებული შექმნა",
- იუწყება Daily Mail- ვენგერის სიტყვებს.
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
26 იანვარი 2026 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11709
ფაქტია კაცმა ორ კვირაში გარდაქმნა გუნდი და თითოეულო მოთამაშე განსხვავებულად და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას გვანახებს ..საღოლ კერიკს და ბიჭებს ❤️
1
№2
ავტორი: Dato kutaisi
26 იანვარი 2026 19:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3283
ფაქტია გუნდს აშკარად სხვაობა ეტყობა.უპირველესად მოტივაცია.ტიკი ტაკა რაღაც ძაან უცხოა ჩვენთვის და ვნახოთ რამდენად ავითვისებთ და ჩვენეული გახდება,მაგრამ ყველა საგოლე მომენტი ზუსტად მოკლე ერთშეხებიანი პასებით შეიქმნა.პირველი ტაიმის პირველი ნახევარი ძაან გაგვიჭირდა მაგრამ დავლაგდით.არაა 3 მცველიანი ტაქტიკა ჩვენი და იმ ჯინიანმა ვერ გაიგო.გადავედით 4 ზე და შეიცვალა ყველაფერი.ამ დორგუსი მაინც ვერ გავიგე ვერაფერი რაღაც ძაან მოუხეშავია და იმედია გაამართლებს იმ ფსონებს რაც დადეს მაგაზე როცა იყიდეს.აი რაც შეეხება შეშკოს მე პირადად ამ სტილში მაგის ადგილს ვერ ვხედავ.ბევრად ეფექტურად გამოიყენებს კერიკი ზირკზეც რადგანაც ბილდაფში ძალიან კარგია.მოძრავი ფორვარდები არის ჩვენი სტილი რადგანაც კონტრზე ამხელა აყუდებული თავდამსხმელები საჭიროა როცა შენ ხარ დომინანტი და ჩაბეტონებულ დაცვას გინდა რამე უყო.მოკლედ ახლა სტაბილურობა გვჭირდება
0
№3
ავტორი: dybbuk
27 იანვარი 2026 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1622
ოლემაც მაგრად დაიწყო და ამიტომ მე პირადად თავს ვერ ვაძლევ უფლებას რომ გადაჭრით რაიმე ვთქვა მის სამომავლოდ დანიშვნაზე. იმაში კი დარწმუნებული ვარ რომ არც გლასნერი, არც დე ზებრი, ირაოლა, მარკუ სილვა და ეგეთი არ შემდგარი მწვრთნელები აქ რაიმეს შეძლებენ, ისინი ზუსტად იმ კლუბებში არიან რა დონისაც თვითონ არიან. ეს მანჩესტერია და საკმარისზე მეტი ექპერიმენტები ჩატარდა აქ ფერგის წასვლის მერე. რა გახდა ერთი ტოპ დონის მწვრთნელი ბოლობოლო. თუ მოყვანაა ლუის ენრიკე და ტუხელზე ნაკლები არც უნდა განიხილებოდეს, 13 წელია გუნდი ჭაობშია, დავიღალეთ!!! და კიდე, არავინ არ თქვას მანჩესტერის გულშემატკივრებს მოთმინება მმართებსო, საკმარისზე მეტი მოვითმინეთ და კიდევ ვითმენთ, დროა გვეშველოს ყველას, გუნდსაც და შესაბამისად გულშემატკივრებსაც.
0
№4
ავტორი: lukicha93
30 იანვარი 2026 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ციტატა: dybbuk

ერთადერთ შვებას ვნახავ, მაშინ რომელიმე ლიგაზე თუ ვითამაშებთ, ისე დაგვემთავრებინოს სეზონი. დასაწყისი მართლა კარგია, მნიშვნელოვანი გამარჯვებებია , მთავარია ახლა ეს სტაბილური ფორმით გაგრძელდეს. გულშემატკივრობას რაც შეეხება, მართლა რკინის ნერვებია საჭირო. თუმცა, ვნახოთ ჩვენი დროც მოვა

№5
ავტორი: LASHQARA
1 თებერვალი 2026 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2016
გილოცავთ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას, ეს უკვე შედეგია, რომელიც გულშემატკივარს გულგრილს ნამდვილად ვერ დატოვებს, წინ იუნაიტედ, წინ სრული სვლით love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top