"მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ლიდერით, გარეთ ბეილი. ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' დირექტორმა დავიდ გილმა გადაწყვიტა იყიდოს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს შესამჩნევ დახმარებას გაუწევს და მისთვის ოფიციალური წინადებას ამზადებს.
ასევე ბეილით დაინტერესებულები არიან ,,ბაიერნი'' ,,ბარსელონა'' და ,,რეალ მადრიდი''. ეს კლუბები მზად არიან ლონდონელებს ნებისმიერი თანხა გადაუხადონ, რათა ბეილი საკუთარ გუნდში იხილონ.
"ტოტენჰემი" უელსელის შენარჩუნებას ცდილობს. გარეთს კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ყოველკვირეულ ხელფასს 150,000 ფუნტს აძლევენ.
გარეთ ბეილმა განაცხადა, რომ თუ მისი კლუბი არ მოხვდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იგი მზადაა დატოვოს ,,ტოტენჰემი'' და გადაბარგდეს სხვა დიდ კლუბში.