თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2026, 07:37
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 376,
კომენტარები: 4
მატჩისწინა პრეს-კონფერენცია
დარენ ფლეტჩერის მატჩისწინა ინტერვიუ.
მატჩისწინა პრეს-კონფერენცია
დარენ ფლეტჩერმა, დღეს გასამართი FA თასის მატჩამდე, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.შეგახსენებთ რომ "იუნაიტედი" "ბრაიტონს" დაუპირისპირდება.

დაბრუნდებიან თუ არა მბუმო თუ მაზრაუი მატჩისთვის ?

არა, არა მგონია. დიახ, მათ დღეს სავარჯიშო სესიები ჩაატარეს, თუმცა დასვენება ნამდვილად ვერ მოასწრეს ამიტომ იმავე გუნდზე დავამყარებთ იმედებს. ტრავმის შემდეგ ჯერ არავინ დაბრუნებულა და ბრაიანი და ნუსი ნამდვილად არ არიან მიუწვდომელნი დღევანდელი შეხვედრისათვის.

FA თასის მნიშვნელობაზე

რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი შეჯიბრია, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" თასები ყოველთვის მთავარი მიზანია. ბოლო წლებში FA თასზე კარგი შედეგები გვქონდა, ფანტასტიკური ტურნირია და ეს პირველი ტიტულია, რომელიც ფეხბურთელის რანგში მოვიგე, ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებულია. ჩვენ ევროპაში არ ვთამაშობთ, ლიგის თასიდან გამოვარდით, ამიტომ ეს არის მარათონი, რომლის მოგებაც უნდა ვეცადოთ.

მეინუსთან საუბრის შესახებ

როგორც ჩანს, კობი კარგად თამაშობს. ის დიდად ემოციური ბიჭი არ არის, ამიტომ ძნელია იმის თქმა, კარგადაა თუ არა [იცინის]. ეს უბრალოდ მისი პიროვნებაა, ასეთია. მე მას კარგად ვიცნობ; დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ვხვდებოდით ერთმანეთს და ხშირად ვსაუბრობდით სავარჯიშო მოედანზე. მე ვიცნობ კობის, ისიც მიცნობს მე და ტრევის ბინიონს, ამიტომ ჩვენთან კომფორტულად გრძნობს თავს. კარგად ვარჯიშობს და ვფიქრობ, კარგ ფორმაშია, მაგრამ, როგორც ვთქვი, მისი წაკითხვა რთულია [იღიმის].

ჰარი მაგუაიერის შესახებ

ის საკმაოდ დიდი ხანია არ თამაშობს, ამიტომ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მის მდგომარეობას და ვმართავთ მის დატვირთვას. მატჩში მისი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ თქვენ ნახეთ, როგორ დაუბრუნდნენ მოედანზე მოთამაშეები ბოლო მატჩში, როგორიცაა ბრუნო, მეისონი და კობი. უნდა გესმოდეთ, რომ პირველი რამდენიმე წუთი ძალიან დელიკატურია და მოედანზე დაბრუნება პროცესია. ეს ყველაფერი ჰარისაც ეხება.

აკადემიაზე

ისტორიულად, ეს კლუბი აკადემიაზეა აგებული. ჩვენ გვაქვს საოცარი აკადემია და ჩვენი მიღწევები თავისთავად მეტყველებს ამაზე. არა მგონია, ამას რამე დავამატო - ჩვენ გვაქვს საოცარი შედეგები, რომელთა გადალახვა ძალიან რთულია, თუ ჩვენს ისტორიას მსოფლიოს კლუბების ისტორიასთან შევადარებთ.

გვყავს შესანიშნავი მოთამაშეები, წარმოუდგენელი ნიჭით. ვხედავ ბევრ შრომისმოყვარე, თავმდაბალ ახალგაზრდა ბიჭს. დიახ, ისინი არ არიან სრულყოფილები, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ახალგაზრდები არიან - არცერთი ფეხბურთელი არ არის სრულყოფილი ამ ასაკში. ისინი სწავლობენ და ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ მისაღწევი.

ჩვენს საზოგადოებაში ახალგაზრდებისგან ძალიან ბევრს ვითხოვთ. ეს არ არის კრიტიკა, ეს უბრალოდ ჩემი აზრია. ვფიქრობ, რომ მათ უნდა მივცეთ საშუალება ისწავლონ, მათ შორის საკუთარი შეცდომებიდან. უნდა გვესმოდეს, რომ არავინ არის სრულყოფილი, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ისინი შეცდომებს დაუშვებენ და იმედებს გვიცრუებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში, სწორი მწვრთნელობით, მათი ოჯახების და უფროსი მოთამაშეების სწორი დამოკიდებულებით, ისინი დიდ წარმატებას მიაღწევენ.

ყოველდღიურად ვმუშაობ ამ ბიჭებთან და შემიძლია ვთქვა: მე მაქვს საქმე შრომისმოყვარე, პატიოსან, მწვრთნელობისადმი მიმღებ და წარმოუდგენლად ნიჭიერ ბიჭებთან! ჩვენს აკადემიაში უამრავი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს და იმედი მაქვს, რომ ბევრი მათგანი გაიბრწყინებს. ისევე, როგორც ეს შეიმ გააკეთა, როდესაც "ბარნლის" წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა და განსაცვიფრებელი გოლის გატანასთან ახლოს იყო!

რაც შეეხება სიტუაციას, როდესაც უოკერმა დორგუს ფეხი დააბიჯა

დიახ, ეს არის სიტუაცია, რომელიც განხილვას იმსახურებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კაილი ლიჩას დახმარების გარეშე დაეცა საჯარიმოში, როდესაც გოლი არ ჩაითვალა. პატრიკი პატიოსანი ბიჭია და როდესაც ფეხი დააბიჯეს, მან არ გადააჭარბა და არც პენალტი ითხოვა. კაილმა არ გააკეთა ის, რაც შეეძლო, მაგრამ მე მას, როგორც ადამიანს, ვიცნობ და იმედი მაქვს, რომ მისი მიზანი უბრალოდ ბურთის მოპოვება იყო.

პირადად მე ვფიქრობ, რომ VAR-ს უნდა გადაეხედა ეს ინციდენტი. ისინი განიხილავდნენ გოლს, რომელიც საბოლოოდ არ ჩაითვალა, რაც, უნდა ვთქვა, საკმაოდ სასაცილო იყო. თუ ისინი არ გამოიძიებენ დორგუსა და უოკერის მსგავს ინციდენტებს, ისინი უბრალოდ წაახალისებენ მოთამაშეებს, რომ ყველაფერი არაპროპორციულად გაზვიადონ და თეატრალური წარმოდგენები დადგან. არამგონია ვინმეს სურდეს ამის ნახვა თამაშში. პირადად მე არ მინდა, რომ ჩემი მოთამაშეები ასე მოიქცნენ, მაგრამ ამ ორმა ინციდენტმა უდიდესი გავლენა მოახდინა მთელ თამაშზე და ოთხშაბათ საღამოს შედეგზე.

ესაუბრა თუ არა ის რეტკლიფს

- არა, ჩვენ არ გვისაუბრია. ჩვენ აქ ცოტა განსხვავებულად ვმუშაობთ - მე ვესაუბრები ჯეისონს და ომარს და ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ. მე მხოლოდ ჩემს საქმეზე ვარ ორიენტირებული - გუნდის მომზადებაზე ამ ორი მატჩისთვის. ჩემს მომავალზე ან სხვა რამეზე არანაირი საუბარი არ ყოფილა; ჯეისონი და ომარი სრულად მენდობოდნენ, რომ ამ ორი მატჩისთვის გუნდის ხელმძღვანელობა მექნებოდა. მე თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებებს, ვმართავ, ვხელმძღვანელობ, ვამზადებ გუნდს, არავინ მეუბნება, როგორ გავაკეთო ეს. ჯეისონისა და ომარის გარდა, უფროსი მენეჯმენტის არცერთ წევრთან არ მქონია საუბარი",- აცხადებს დასასრულს ფლეტჩერი.
პრესკონფერენცია
4 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
11 იანვარი 2026 20:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1527
ნრ. რეველა ინდივიდუალისტები რომლებმაც საჯარიმოსთან ბურთის გათამაშება არ იციან , ყველა თავისთვის ფაფხურობს, ეს დალო და დორგუ რა ფენომენია ვერ ამოვხსენი, ყველა შეტევა ჩააგდეს ფლანგებიდან, განსაკუთრებით დორგუ უდებილესი ფაფხურა მცველია, რამ აყიდინათ, ის 18 წლის რო შემოიყვანეს მარჯვენა ფლანგზე ძაან გარნაჩო იჩითება, იმედია ეშველება რამე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: dybbuk
11 იანვარი 2026 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1622
დალოს დ…ი
0
№3
ავტორი: Chesterman
11 იანვარი 2026 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 782
დამაწყვიტეს ნერვები.იმ ტიტულის დედავატირე დალო დორგუ უგარტეთირო მოვიგებთ... ამ კუნიას კიდე რა ჯანდაბა ჭირს მერადენე თამაშია წვალობს .კაროჩე იღბალი არ აქვაბშე გუნდს დე ლიხტს საუკეთესო სეზონიქონდა მგონი აიაქსის მერე და დაცვაც სტაბილური იყო და დედა ეტირაა.
არც სულშერის იმედი გქონდეთ და არც ქერიქის ამ გუნდით მააქსიმუმ ევროპა ლიგის ზონაზე მოვხვდეთ
0
№4
ავტორი: ikeoni
11 იანვარი 2026 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11705
კარგით რაა :(((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top