რუბენ ამორიმის განთავისუფლების შემდეგ, "წითელი ეშმაკების" დროებით მწვრთნელად მოგეხსენებათ და დარენ ფლეტჩერია დანიშნული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ სპეციალისტი რამოდენიმე წლიან შრომით ხელშეკრულებას მიიღებს.
გამომდინარე აქედან, "წითელ ეშმაკებს" ზაფხულიდან ახალი მენეჯერი უხელმძღვანელებს. პრესა აქტიურად წერს ამათუიმ კანდიდატურაზე, დღეს კი ახალ კანდიდატურაზე გესაუბრებით რომელიც პრესამ ინგლისურ გრანდს დაუკავშირა.
მედიის ცნობით, "ოლდ ტრაფორდელების" რადარზე "პსჟ"- ეს ამჟამინდელი დამრიგებელი ლუის ენრიკე იმყოფება. ბოლო დროს ესპანელის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ენრიკეს პარიზელებთან კონტრაქტი 2027 წლის შუა პერიოდამდე აკავშირებს და ის ამჟამინდელ თანამდებობაზე 2023 წლის ზაფხულიდან იმყოფება.
კონტრაქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ახალ გამოწვევას ორივე მხარე მიიღებს, ინგლისელები ფრანგებს მწვრთნელის სანაცვლოდ კომპენსაციას გადაუხდიან.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.