თბილისი:
მანჩესტერი:
დღეს, 12:01
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 67,
კომენტარები: 0
შეშკოს ტრავმის შესახებ
პროგნოზი დამაიმედებელია.
შეშკოს ტრავმის შესახებ
"ტოტენჰემთან" გამართული მატჩი ბენჟამინ შეშკოსათვის უსიამოვნო და ტრავმიანი აღმოჩნდა, ფეხბურთელმა შეხვედრის მეორე ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო და მოედანი დროზე ადრე დატოვა.

რუბენ ამორიმი იძულებული გახდა სლოვენიელი მატჩის ბოლოს შეეცვალა და საფინალო სასტვენის შემდეგ აღიარა, რომ შეშფოთებულია თავდამსხმელის მდგომარეობით.

UtdDistrict-ის ცნობით, თავდამსხმელის ჯამრთელობის პროგნოზი დადებითია: საწყისი ნიშნების მიხედვით, შეშკომ მუხლის სერიოზული დაზიანება აიცილა თავიდან.

დღეს სკანირება ჩატარდება, რომლის შედეგებიც განსაზღვრავს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მისი გამოჯანმრთელების პროცესი.

შეგახსენებთ, რომ შეშკო ინგლისში სადებიუტო სეზონს ატარებს. ის "მანჩესტერ იუნაიტედს" გასულ ზაფხულს გერმანული კლუბ "ლაიფციგი"- დან" შეუერთდა.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top