დღეს, 08:16
ნანახია: 22,
კომენტარები: 0
სპეციალისტის მატჩისწინა პრეს-კონფერენცია
ამორიმი მატჩის წინ.
რუბენ ამორიმმა "ტოტენჰემთან" გასამართი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა რომელსაც სტატიაში შემოგთავაზებთ.
გუნდის თავდაჯერებულობის შესახებ
აღნიშნულ საკითხზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ, ამიტომ გავიმეორებ, დიახ, უფრო თავდაჯერებულები გავხდით. უფრო თავდაჯერებულები გავხდით, რომ ნებისმიერი მატჩის მოგება შეგვიძლია. მეორეს მხრივ, ბოლო თამაში რთული იყო, რადგან მატჩის გარკვეულ მომენტებში ჩვენ არ ვიყავით ის გუნდი, როგორიც მატჩის ყოველ წუთს გვჭირდებოდა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი; უკეთ უნდა მოვემზადოთ თამაშის დროს მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ და პროგრესი მივაღწიოთ, რათა ასეთი მატჩები მოვიგოთ და თანმიმდევრულად ვითამაშოთ. თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ მატჩში პრობლემები გვაქვს და უკეთ უნდა ვითამაშოთ.
ახლა უკეთ ვაკონტროლებთ მატჩს და შეგვიძლია ცვლილებები შევიტანოთ, თუ სირთულეებს წავაწყდებით. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ინდივიდუალური თამაშით ჩვენთვის სიტუაციის გაუმჯობესება. "ნოტინჰემის" წინააღმდეგ, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ენერგია დაგვაკლდა და ეს თავიდანვე შესამჩნევი გახლდათ.
ტრავმების შესახებ
- არა, მიდგომაში ცვლილებები არ ყოფილა; ეს უბრალოდ კვირაში ერთი მატჩის თამაშის შედეგია. და ცოტა იღბალიც, რადგან ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერ დროს დაშავდეს. არ ვიცით, რა მოხდება შემდეგ ვარჯიშზე, რადგან თუ მაღალი ინტენსივობით ვარჯიშობ, რაღაც შეიძლება მოხდეს.
მაგრამ მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, კვირაში ერთხელ თამაშია. მაგალითად, ყოველთვის შეგიძლიათ ფეხბურთელს დამატებითი დასვენების დღე მისცეთ, თუ იცით, რომ მას შეიძლება პრობლემები შეექმნას შემდეგ ვარჯიშზე.
გაშვებულ გოლებზე
- დიახ, ეს პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით თანამედროვე ფეხბურთს თუ გადავხედავთ. ყველა გუნდი, რომელიც ბევრს იგებს, ხშირად არ უშვებს ბურთს და კარში ბევრ დარტყმას არ იღებს. მაშინაც კი, თუ გყავთ ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ გოლების გატანა და გამარჯვების მოტანა, ფეხბურთი გუნდური თამაშია, ამიტომ უკეთ უნდა დავიცვათ თავი და უფრო აგრესიულები ვიყოთ. ისევ და ისევ, საქმე ენერგიას ეხება. თუ სათანადო ენერგიით ვიქნებით აღჭურვილნი, უკეთ ვიცავთ თავს, ამიტომ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. საერთო ჯამში, სამუშაო გვაქვს - ამდენი გოლის გაშვება არ უნდა დავუშვათ.
გუნდთან მეტი სამუშაო დრო ტურნირების სიმცირიდან გამომდინარე
საქმე კვირაში ერთხელ თამაშში დადებითი მხარეების დანახვაში არ არის, საქმე ამ დროის გონივრულად გამოყენებაშია. ჩვენს ცხოვრებაში ყველა ფაქტი შეიძლება დადებითად ან უარყოფითად შეფასდეს და თუ მკითხავთ, მინდა თუ არა ახლა აქ ვიჯდე ევროპა ლიგის თასით და ჩემპიონთა ლიგით ამ სეზონში, რაც შესაბამისად მეტ ფულს და ტრანსფერების უფრო დიდ ბიუჯეტს მოაქვს... რა თქმა უნდა, ვიტყოდი, რომ კი. მაგრამ ყოველთვის არის მეორე მხარე - მეტი დრო ვარჯიშისთვის, მოთამაშეების გასაცნობად, მათსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობის დასამყარებლად...რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითი რამ არის.
რონალდუს განცხადებების შესახებ
რა თქმა უნდა, მან იცის, რომ მის სიტყვებს უდიდესი გავლენა აქვს. ჩვენ მომავალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ვიცით, რომ ჩვენმა კლუბმა წარსულში ბევრი შეცდომა დაუშვა და ვცდილობთ ამის შეცვლას. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რაც უკვე მოხდა; მოდით, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რასაც ახლა ვაკეთებთ. ჩვენ ბევრ ცვლილებას ვახორციელებთ ჩვენს სტრუქტურაში, იმაში, თუ როგორ გვინდა მუშაობა, იმაში, თუ როგორ გვინდა, რომ ჩვენი მოთამაშეები მოიქცნენ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ვიწყებთ გაუმჯობესებას, ამიტომ მოდით, ამაზე ვიფიქროთ და დავივიწყოთ წარსული",- აცხადებს დასასრულს სპეციალისტი.