თბილისი:
მანჩესტერი:
დღეს, 05:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 116,
კომენტარები: 3
"ნაპოლის" ინტერესები
იტალიელებს "იუნაიტედის" ფეხბურთელი სურთ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი კობი მაინუ "ნაპოლის" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა.

იტალიური კლუბის ინტერესი ინგლისელის მიმართ კევინ დე ბრუინის ტრავმის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, შეგახსენებთ, რომ ბელგიელი დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

გარდა ამისა, ანდრე-ფრანკ ზამბო-ანგუისა შესაძლოა ამ ზამთარში აფრიკის ერთა თასზე წავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტონიო კონტეს იანვარში ნახევარდაცვის გაძლიერება დასჭირდება.

"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ცნობით, "ნაპოლი" მაინუს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გადაბირებით არის დაინტერესებული და, როგორც ჩანს, გარიგებაში გამოსყიდვის ოფცია არ იქნება გათვალისწინებული.

20 წლის ნახევარმცველი, რომელიც რუბენ ამორიმის გუნდში რეგულარული სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილო იყო, აგვისტოში იჯარით გაშვებას დაჟინებით მოითხოვდა, თუმცა "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობამ ეს მოთხოვნა უარყო.
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
დღეს, 11:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4159
აი აკიტომ იყოსაქირო ევრო ტურნირები,რომ თუნდაც მაინოს მიცემოდა მეტი სათამაშო დრო,თასზეც ამიტომ იყო საჭირო გუნდი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: Chesterman
დღეს, 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 768
უნდა გაუშვან სეზონის ბოლომდე ცოდვაა,მსოფლიოზე უნდა თამაში აქ კიდე წელს 10 წუთის მეტი არ უწევს თამაში.
0
№3
ავტორი: ikeoni
დღეს, 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11682
ეგრე ჩვენგანაც მიდიან აფრიკის თასზე ვინ გაუშვებს კობის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top