მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ფეხბურთელი ტომ ტორპი დარწმუნებულია, რომ შეძლოს გადავიდეს პირველ გუნდში, როგორც ეს კონმა და ვუტონმა მოახერხეს. 19 წლის ფეხბურთელი ადევნებდა თვალყურს თავისი თანაგუნდელების პროგრესს და ხედავს, რომ მის თანაგუნდელებს ხშირად იძახებს სერ ალექსი პირველ გუნდთან სათამაშოდ. ტომ ცდილობს თავისი ტალანტით მოხიბლოს ფერგიუსონი და მოხვდეს პირველ გუნდში. როცა მას ჰკითხეს სურდა თუ არა გაჰყოლოდა ვუტონსა და კინს კვალდაკვალ მან თქვა:" რა თქმა უნდა. როცა ხედავ, რომ შენს თანაგუნდელებს იძახებენ პირველ გუნდში, შენ აცნობიერებ, რომ შენც მოგეცემა ასეთი შანსი და აუცილებელია პროგრესირება. ვფიქრობ მთავარი გამოცდილებაა. არენდიდან დაბრუნების შემდეგ სკოტმა თქვა, რომ დიდი გამოცდილება შეიძინა. მე უნდა გავაგრძელო ვარჯიში და ვიმუშავო ჩემს თავზე და როცა მომეცემა შანსი პირველ გუნდთან თამაშის აუცილებლად უნდა გამოვიყენო."
სანდერლენდის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა, მოედანზე გამორჩეული ფიგურა სქორედ ტომ ტორპი იყო:"ჩვენ ძალიან კარგად ვიცავდით თავს, როგრც ჩვენი მოწინააღმდეგები. ჩვენ შეგვეძლო უფრო კარგად და დიდხანს გვეკონტროლენბინა ბურთი, მაგრამ კარგია, რომ მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშეს დაცვაში. არც ისე ადვილია გაანეიტრალო ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კონორ უიკჰემია, ის მართლაც შესანიშნავი თავმდასხმელია. მიხარია, რომ მისი შეჩერება შევძელით."