თბილისი:
მანჩესტერი:
გუშინ, 14:18
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 131,
კომენტარები: 3
ბრუნო: "ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კონკურენტი კობი მეინუა"
კაპიტანი მეინუს აქებს.
ბრუნო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში მოხარულია, რომ კობი მეინუ მის კონკურენტად მოიაზრება.

„იუნაიტედის“ მენეჯერმა რუბენ ამორიმმა აგვისტოში განაცხადა, რომ მეინუს ახლა ფერნანდეშთან მეტოქეობა მოუწევს თუ ძირითადში თამაში სურს.

მიუხედავად იმისა, რომ მეინუ აშკარად აგებს კონკურენციას, ფერნანდეში დიდ პატივს სცემს კობის და თვლის, რომ მისი, როგორც კონკურენტის ყოლა მას უკეთეს მოთამაშედ აქცევს.

"მინდა, რომ ჩემს პოზიციაზე კონკურენცია რაც შეიძლება დაძაბული იყოს. მაგალითად, კობი მეინუ ჩემი პირდაპირი მეტოქეა, რადგან მას ძალიან კარგად შეუძლია საქმეების ჩემგან განსხვავებულად გაკეთება. თუ მის სტატისტიკას გადახედავთ, ბრუნო უფრო მეტად გოლების გატანას ახერხებს, ხოლო კობი - დუელებში გამარჯვებას". „

"მომწონს მასთან კონკურენცია. ის ფაქტიც, რომ კობი ძალიან ახალგაზრდა და ენერგიულია, მას შეუძლია ფეხბურთის თამაში უმაღლეს დონეზე და ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ეს მე მაუმჯობესებს და უკეთეს მოთამაშედ მაქცევს მოედანზე"
, - განუცხადა ფერნანდეშმა Sky Sports-ს.
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
გუშინ, 19:45
  • სიახლეები: 2994
  • კომენტარები: 3973
აშკარა პენალტი არ დაგვიდო ამ შობელძაღლმა, მშვიდად ჩავატარეთ პირველი ტაიმი კომფორტული უპირატესობით, მბუმო დღეს ფეხებში ვერ არის ძლიერად ვატყობ ძაან გორაობს, შეშკოსაც ჰქონდა თავისი შანსი, კუნიას შესანიშნავი გასროლა გამოუვიდა, ჯერჯერობით უშეცდომოა გუნდი მშვიდი და კონტაქტური, ბევრად უკეთ უგებენ ერთმანეთს და ეს კარგის მომასწავლებელია სამომავლოდ.
0
№2
ავტორი: Svanchester
გუშინ, 20:59
  • სიახლეები: 2994
  • კომენტარები: 3973
მბუმომ, პირველი ტაიმის ჩემი შეფასება წაიკითხა მემგონი გაუტყდა, გამოვიდა მეორე ტაიმში და დაბომბა, კარგი ტრანსფორმაცია იყო მისი შესრულებით, თამამად შეიძლება თქმა რომ გამართლებული ტრანსფერია რომელიც სტაბილურად მიუყვება სათამაშო ფორმას. ბოლოსკენ ოდნავ მაინც გვანერვიულეს, ლამენსის გაშვებულ გოლებს უფრო გამოცდილებას ვაბრალი, აყვება პრემიერ ლიგის ტემპს დაიხვეწება და ვიმედოვნებ კარგი მეკარე გვეყოლება უახლოესი წლები მინიმუმ, ზირკზე კლასია და მეტი დრო უნდა მიეცეს, გაშვებულ გოლში მეტი კონტაქტურობა მართებდა თვითონ მეურვეობდა მოწინააღმდეგეს, კუნიაც პოულობს თავის თავს და ეს კარგია, ბრუნო აქტიურობით გამოირჩა ჰქონდა მომენტები და კარგია რომ სათამაშო ფორმას არ კარგავს, შეშკოს უნდა გაეტანა ორი კარგი მომენტი ჰქონდა ნამდვილად თუმცა ვფიქრობ ადაპტაციის პერიოდი უდგას და ცოტას ნერვიულობს, შოუსაც კარგი მატჩი ჰქონდა, კაზე ბებერი მგელია, საერთო ჯამში პირველი ტაიმის კონტაქტურობა უკეთესი იყო ვიდრე მეორე, ნუ მეორე ტაიმში ბურთი დავუთმეთ ასე ვთქვათ და კონტრშეტევების იმედზე გადავეწყეთ, ძალების დაზოგვის მცდელობაც იყო ნუ ბუნებრივია სამი ბურთით ვიგებდით, გამარჯვებების გზაზე დავდექით და ესე უნდა გავაგრძელოთ, მთავარია სიმშვიდე სტაბილურობა და ეს მობილურობა მინიმუმ შეინარჩუნოს გუნდმა უფრო დახვეწოს და გავიზარდოთ როგორჩ შეთამაშებული ერთი მთლიანობა, შეგვიძლია უმაღლეზი მიზნისკენ გავიწიოთ ევროტურნირები არ დაგვღლის, ორი მოგებაც და თმასაც შეჭრიან იმ პიტალოს, გილოცავთ მნიშვნელოვან გამარჯვებას ეს ერთი და სხვა მრავალი
0
№3
ავტორი: ikeoni
გუშინ, 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11676
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას ❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top