"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.
ფეხბურთელმა ყველა უაზრო ჭორს რომელიც მანამდე ვრცელდებოდა ხაზი გაუსვა და ღიად გააკეთა მინიშნება, რომ კლუბის დატოვებას უახლოეს წლებში არ გეგმავს.
"ჩემი მიზანი პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. როდესაც ჩემს მეუღლეს საუდის არაბეთიდან შემოთავაზებაზე ვესაუბრე, პირველი, რაც მან მკითხა, იყო: "მიაღწიე ყველაფერს რისი მიღწევაც გინდოდა ამ კლუბში?" მან იცის, რომ აქ ჯერ კიდევ დაუსრულებელი გეგმები მაქვს", - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს ESPN.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი მომავალ წელს საუდის არაბეთის ლიგაში გადასვლას არ განიხილავს.
ფერნანდეშმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ცხრა მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მისი მოქმედი კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" 2027 წლის ზაფხულში იწურება.
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.