"მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა ამ ზამთარში ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკარგოს. Daily Star-ის ცნობით, ჯოშუა ზირკზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე "წითელი ეშმაკებს" ტრანსფერზე დაყენების მოთხოვნას წაუყენებს.
24 წლის ნიდერლანდელი ახალ სეზონში, ამორიმის ფორმაციის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვერ ახერხებს რაც ბუნებრივია ფეხბურთელის უკმაყოფილებას იწვევს.
შეგახსენებთ, რომ ჯოშუა ინგლისურ გრანდს 2024 წლის ზაფხულში, იტალიური "ბოლონია"- დან შეუერთდა.
მას შემდეგ თავდამსხმელმა 53 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. ავტორიტეტული პორტალი Transfermarkt 24 წლის შემტევს 28 მილიონ ევროდ აფასებს.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.