ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მინიმუმ ერთი ახალი სახის მოყვანას ეცდება კლუბში.
პოზიციურად ეს ახალი სახე შესაძლოა იყოს ნახევარდაცვაში მოასპარეზე ფეხბურთელი, გამომდინარე აქედან, გერმანული "შტუტგარტის" ნახევარმცველი ანჯელო სტილერი "წითელი ეშმაკების" რადარზე იმყოფება.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტი დენის ბაიერი სოციალურ ქსელში გვიყვება. წყაროს ცნობით, კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 24 წლის გერმანელისთვის ბრძოლას გეგმავს.
გერმანელები თავის წამყვან ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებენ. თავად ფეხბურთელი მის ამჟამინდელ კლუბში თავისი პოზიციით კმაყოფილია, თუმცა ინგლისში გადასვლაზეც ფიქრობს.
სტილერმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. ნახევარმცველის მოქმედი კონტრაქტი "შტუტგარტთან" 2028 წლამდეა გათვლილი.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.