თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2025, 08:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 362,
კომენტარები: 3
რუნი: "მაგუაიერი ძლიერი ადამიანია"
რუნი მაგუაიერს აქებს.
რუნი:
"ლივერპულთან" გატანილი გოლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა ჰარი მაგუაიერმა პუბლიკის მხრიდან ქება დიდება დაიმსახურა.

კარიერაში ჩავარდნილი პერიოდის შემდეგ ფეხბურთელმა ერთგვარი "დაქამბექება" შეძლო და დღეს ოპტიმალურ ფორმას ინარჩუნებს.

ჰარის მიმართ საქებარი სიტყვები არც უეინ რუნიმ დაიშურა, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

"იცით, მე ნამდვილად ვერ გავუძლებდი იმ ყველაფერს, რაც ჰარიმ გადაიტანა ამ ხნის მანძილზე ის წლების განმავლობაში "მიმების" საგანი იყო! აფრიკის რომელიღაც პარლამენტშიც კი ვნახე, როგორ ხუმრობდნენ მასზე.

მისი სახელი ხშირად დამცინავ კონტექსტში იყო ნახსენები. და მან ყველაფერი გადაიტანა. ეს იმაზე მეტყველებს, თუ რა წარმოუდგენლად ძლიერი ადამიანია. შემდეგ კაპიტნის სამკლაური წაართვეს, დასცინოდნენ...ეს ბულინგი იყო.

ყველა მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა. და მან ყველაფერი გადაიტანა, გადაიტანა და თავი შეინარჩუნა. ეს მის შინაგან ძალაზე და ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალიან მიხარია მის დღევანდელი მდგომარეობა",
- თქვა რუნიმ The Wayne Rooney Show პოდკასტში.
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 ოქტომბერი 2025 08:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11685
წარმოუდგენლად ძლიერი ხასიათის და ფსიქიკის მქონე ბიჭია ❤️
0
№2
ავტორი: PaLoMo
22 ოქტომბერი 2025 10:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4161
ამის ადგილას 99% ფეხბურთს თავს დაანებებედა.
კარიჯსის მაგალითი რო გავიხსენოთ რა დაემართა ტიპს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: LASHQARA
22 ოქტომბერი 2025 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2003
ჰარიი love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top