დღეს, 08:20
ნანახია: 108,
კომენტარები: 3
ამორიმი მატჩის წინ
სპეციალისტის მატჩისწინა პრეს-კონფერენცია.
ტურის ცენტრალური მატჩის წინ, "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა რუბენ ამორიმმა სპეციალურად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
- კლუბის მენეჯმენტის მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა
"ჩვენ მუდმივად ვურთიერთობთ, ზოგჯერ ტექსტური შეტყობინებებით. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი თამაშია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია ასეთი მხარდაჭერის მიღება, განსაკუთრებით ამ ხმაურის ფონზე. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვგრძნობ, ყოველდღე ვგრძნობ და ზეწოლა, რომელსაც საკუთარ თავზე ვახორციელებ, ზოგჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე გარე ზეწოლა. ვფიქრობ, საბჭოს მხარდაჭერა გულშემატკივრებს ეხმარება იმის გაგებაში, რომ ჯერ კიდევ გვჭირდება დრო.
-"ლივერპულთან" ახლო წარსულში ჩატარებული მატჩების შესახებ.
მახსოვს კარგად ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ და შედეგით იმედგაცრუებული ვიყავი. ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ. ვიცი, რას ნიშნავს ეს თამაში გულშემატკივრებისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ კიდევ ერთი მატჩია, რომელშიც უნდა დავამტკიცოთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში.
-ტოპ კლუბებთან მატჩებზე
შესაძლოა, ის ფაქტი, რომ ყველა, ჩვენგან ამ მატჩების მოგებას ელის, დამატებით სირთულეებს ქმნის. მეტი თავდაჯერებულობით უნდა ვითამაშოთ.
-გუნდის შემადგენლობის სტატუსთან დაკავშირებით
ლიჩას ამ ეტაპზე არ შეუძლია თამაში - ის დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ ჯერ კიდევ მზადებისა და რეაბილიტაციის პროცესშია. მაზრაუის შესახებ არ ვიცი ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ყველა, ვინც სანაკრებო შესვენებიდან დაბრუნდა, მზადაა სათამაშოდ.
-კლუბის მიმართ რეშფორდის სიტყვების შესახებ
მე მხოლოდ ჩვენი კლუბის მომავალსა და აწმყოზე ვარ ორიენტირებული - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, მხოლოდ ჩემს თანაგუნდელებზე ვფიქრობ - რას აკეთებენ და ამბობენ. ეს ჩემი პრიორიტეტია.
-მატჩში ლამენსის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით
შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ ყოველ კვირა უნდა დაამტკიცო, რომ შეგიძლია მზად იყო ასი პროცენტით. შესაძლოა, ითამაშოს. არა, რა თქმა უნდა, ის ჯერ შმეიხელი არ არის, როგორც გულშემატკივრები მღეროდნენ, მაგრამ ის ახალგაზრდა და ნიჭიერი ბიჭია, რომელმაც უკვე მოიგო ჩვენი გულშემატკივრების გულები.
-თერთმეტმეტრიანების მთავარი შემსრულებელი
„არა, პენალტის შემსრულებლის შეცვლას არ ვგეგმავ. ვიცი, რომ ბრუნოს ამჟამად უჭირს, მაგრამ მან 70 პენალტი შეასრულა და დაახლოებით ცხრა ააცილა. ბრუნო ნამდვილად თავდაჯერებულია; ის ამ ასპექტში ბევრს ვარჯიშობს. თუ მოულოდნელად გადაწყვეტს, რომ თანაგუნდელებს დარტყმის შესრულების უფლება მისცეს, ჩვენ გვყავს სხვა მოთამაშეებიც, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ.
-რეტკლიფის სიტყვებზე აკადემიის შესახებ
-ყოველთვის შეგიძლია გაუმჯობესება და ეს ჩვენს აკადემიასაც ეხება. მე არ ვარ საუკეთესო ადამიანი ამაზე სასაუბროდ, რადგან კლუბში მხოლოდ ერთი წელია ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აკადემიაა დამნაშავე ჩვენს ცუდ შედეგებში. კიდევ ერთხელ, უნდა გესმოდეთ, რა პირობებში მუშაობს ჩვენი ახალგაზრდული სისტემა და შემდეგ შეაფასოთ, რამდენად კარგად თამაშობენ ისინი. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, რომ ჩვენი კლუბი ყველანაირად ცდილობს გაუმჯობესებას.
-"იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ისტორიული დაპირისპირების შესახებ
თუ ორივე კლუბის ისტორიას გადავხედავთ, დაინახავთ, რომ თითოეულს თავისი წილი ცუდი პერიოდები ჰქონდა და პირიქით. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მატჩის მოგება და თუ გამარჯვებაზე გავამახვილებთ ყურადღებას და არა წაგების თავიდან აცილებაზე, ეს ძალიან დაგვეხმარება. არა, არ ვიცი, რამდენი ხანი დაგვჭირდება "ლივერპულის" დონის მიღწევამდე",- აცხადებს პრესკონფერენციის დასასრულს პორტუგალიელი სპეციალისტი.