თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2025, 15:28
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 404,
კომენტარები: 5
უორტონი თუ ბალება
ამორიმის "შორთ-ლისთი".
უორტონი თუ ბალება
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერის, რუბენ ამორიმის სატრანსფერო სიაში სასურველი ნახევარმცველი გამოვლინდა.

The i Paper-ის ცნობით, "კრისტალ პალასის" ნახევარმცველმა ადამ უორტონმა პორტუგალიელი სპეციალისტის გული მოიგო და სწორედ ის გახლავთ პირველი კანდიდატი, რომელსაც "წითელი ეშმაკები" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაუკავშირდებიან.

ნახევარმცველმა კარლოს ბალებას ინტერესთა სფეროში გადაუსწრო. ბალებას, რომელიც აქამდე ამორიმის მთავარ სამიზნედ სახელდებოდა, შეგახსენებთ, რომ მისი შეძენა კლუბს გასულ ზაფხულს სურდა.

როგორც სპორტული ტაბლოიდები ირწმუნებიან, ამორიმი აღფრთოვანებულია უორტონის თამაშით, რადგან ის ყოველთვის ცდილობს შეტევითი მომენტების შექმნას.

ამ სეზონში 21 წლის უორტონმა ყველა ტურნირზე ერთადაღებული 10 - მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ი ნახევარმცველის ღირებულებას 45 მილიონ ევროდ აფასებს.
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Chesterman
17 ოქტომბერი 2025 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 768
ბევრი თამაში არ მინახავს ამ ბიჭის მარა რაღაც ქერიქის ტიპიუნდა იყოს მემგონი .ორვე მოსაყვანია ესენი კაზემირო წავა ზაფხულში უგარტეს იმედზე ვერ ვიქნებით .
0
№2
ავტორი: ikeoni
17 ოქტომბერი 2025 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11683
ორივე მაგარი ბიჭია და ისე ბალებას რო უნდოდა და არ გამოუშვეს ცოტა დაეტყო თამაშზე . ორივე მოსაყვანია მაგრად გვიჭირს ცენტრში
0
№3
ავტორი: PaLoMo
18 ოქტომბერი 2025 08:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4161
ორივეს ვერ გაქაჩავენ თორე.იდეალური იქნებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Sesko
18 ოქტომბერი 2025 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? ყველას დიდი სიყვარულით მოგიყავთ, განსაკუთრებით იკეონს და იმ ძირძველ მომხმარებლებს, რომლებისთვის წლების განმავლობაში ეს საიტი იყო (და არის) ერთი დიდი ოჯახი. რომელიღაც სტატიაზე შემომხვდა კითხვა რომ სად ხართ დაკარგულებიო, ნუ იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში უკვე ფაქტიურად საიტი არის დიდ კრიზისში, ბევრ მომხმარებელს აღარ აქ სურვილი შემოსვლის, ეს ბუნებრივიცაა, რადგან საიტზე პასიურობა შეიგრძნობა. ერთადერთი ადამიანი აცოცხლებს აქაურობას, სხვა მწერლები არ არიან და ასეთ სურათს ზუსტად ეს ქმნის, ფიზიკურად შეუძლებელია ეს ყველაფერი, რაღაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა თუ არ დაიწყო (რაც უკვე რა ხანია აღარ ჩანს) მაგ შემთხვევაში გაგრძელდება ეს კრიზისი რაც ძალიან ცუდია რასაკვირველია. აქაურობა ყოველთვის იყო გამორჩეული და სპეციპუკური, არასდროს არცერთ საიტზე არ მენახა ასეთი გარემო, ზრდილობიანი ხალხის ერთობა თავისი დიდებული ადმინისტრაციით და მწერლებით, მახსოვს როცა სტატიების ბუმი იყო, უამრავი ადამიანი, მატჩის ანალიზები, აზრთა გაცვლა-გამოსვლა გვიანობამდე, ახლა კი მაქსიმუმ 2-3 კომენტარი თითო სტატიაზე. ერთი პერიოდი საიტი ორმა მწერალმა გამოაცოცხლა, რაც წავიდნენ კი იგივე სურათი დადგა. ნუ რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ანალოგიურად წლებია რა სიტუაციაში ვხედავთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ კვლავ დაბრუნდება ჩვენი დროც! და თუნდაც ასე არ იყოს, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, სულ რომ მე-5 დივიზიონში გავვარდეთ ჩემი გული ყოველთვის იუნაიტედისთვის იძგერებს. გენაცვალეთ კიდევ ერთხელ ჯიგარში ყველას! რა ვიცი ჩემი გულისტკივილი იყო და რომ არ დამეწერა არ გამოდიოდა, ძალიან მიმძიმს ამ საიტის ამ მდგომარეობაში ხილვა და უფრო მეტად ის მაწუხებს, რომ არც არაფერი მოგვასწავლებს რაიმე წინსვლაზე უკვე რახანია.
0
№5
ავტორი: ikeoni
18 ოქტომბერი 2025 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11683
ციტატა: Sesko

გენაცვალე ჩემი ძმა აქედანაც თბილი მოკითხვა <3 მართლა ძალიან რთული სანახია საიტის ესეთ მდგომარეობაში ყურება :(( იმედია გამოცოცხლდება მალე და ჩვენ ვინც ვართ აქ თუ რამით შეგვიძლია დახმარება აქ ვართ !!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top