კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი ხავი შესაძლოა უახლოეს მომავალში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს.
ცნობლი და გავლენიანი საფეხბურთო მიმომხილველისა და ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტი დაინტერესებულია "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნით.
"ხავი პრემიერ ლიგას სწავლობს და აკვირდება იქ მიმდინარე მოვლენებს. ის მზად არის დაუყოვნებლივ ჩაუდგეს "მანჩესტერ იუნაიტედს" სათავეში თუ აღნიშნულზე ინგლისელების მხრიდან შეთავაზებას მიიღებს, მას არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ინგლისური გრანდი მიმდინარე სეზონში ევროთასების ტურნირებში არ მონაწილეობს", - განაცხადა რომანომ თავის YouTube არხზე.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ცუდი შედეგების გამო ზეწოლის ქვეშაა. "წითელმა ეშმაკებმა" გასულ ტურში მოულოდნელად "ბრენტფორდთან" დათმეს შეხვედრა.
კლუბი ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.