თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2025, 10:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 355,
კომენტარები: 3
ამორიმის შესაძლო შემცვლელი
პორტუგალიელის წასვლის შემთხვევაში კლუბს ესპანელი ჩაიბარებს.
ამორიმის შესაძლო შემცვლელი
იმ შემთხვევაში თუ პოტუგალიელი სპეციალისტი რუბენ ამორიმი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, "ასტონ ვილას" ამჟამინდელი დამრიგებელი უნაი ემერი "წითელი ეშმაკების" სამიზნე გახდება.

აღნიშნულის შესახებ Football Insider - ი წერს. წყაროს ცნობით, "ასტონ ვილას" ხელმძღვანელობა ემერის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან გუნდი მისგან მოსალოდნელ შედეგებს ვერ აჩვენებს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია ისარგებლოს ზემოხსენებული სიტუაციით. კლუბი ამჟამად რუბენ ამორიმის შემცვლელს ეძებს, თუ მასთან გარიგების დასრულებას გადაწყვეტენ არასახარბიელო შედეგების ჩვენების შემთხვევაში.

ინგლისის ჩემპიონატის ახალი სეზონის სამი ტურის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ოთხი ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.

"ასტონ ვილას" რაც შეეხება, ესპანელის შეგირდები გასავარდნ ზონაში ერთი ქულით მე-19 ადგილზე იმყოფებიან.
სტატიები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Roberto
10 სექტემბერი 2025 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 516
საიდან მოაქვთ ეგეთი არარეალური ინფორმაციები,ამათაც ხელოვნური ინტელექტით ხო არ აკეთებენ
0
№2
ავტორი: ikeoni
10 სექტემბერი 2025 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11653
ციტატა: Roberto
საიდან მოაქვთ ეგეთი არარეალური ინფორმაციები,ამათაც ხელოვნური ინტელექტით ხო არ აკეთებენ

სისულელეა ჯერ მარტო იმიტო რო ვილადან გამოგდებულს აქ ვინ მოიყვანს კარგით რა
0
№3
ავტორი: MaNaMaRa
გუშინ, 00:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ყველა გუნდს ეშველა და ჩვენ რა ცენზურაობა გვჭირს რაარი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top