"მანჩესტერ იუნაიტედი" იანვარში ნახევარდაცვის გაძლიერებას შეეცდება.
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ნახევარმცველის დამატებას გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა თანხის დახარჯვაზეა მზად კლუბი.
შესაძლებელია, რომ "წითელი ეშმაკები" კარლოს ბალებას კანდიდატურას დაუბრუნდნენ, თუმცა 21 წლის კამერუნელის შეძენა ძალიან რთული იქნება, რადგან "ბრაიტონი" მის გაყიდვაზე უარს ამბობს.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედმა" 250 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა, მაგრამ ნახევარდაცვის გაძლიერება მაინც ვერ შეძლო.
რუბენ ამორიმის გუნდი სამი ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.