თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2025, 15:04
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 387,
კომენტარები: 2
კლუბმა ფეხბურთელის თაობაზე წინადადება მიიღო
შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს.
კლუბმა ფეხბურთელის თაობაზე წინადადება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ტაირელ მალასიამ, შესაძლოა, სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას კლუბი დატოვოს.

გამოცემა StrettyNews-ის ცნობით, "წითელმა ეშმაკებმა" თურქული "ისტანბულ ბაშაქშეჰირისგან" ოფიციალური შეთავაზება მიიღეს 26 წლის ნიდერლანდელის იჯარის წესით კონტრაქტის შესყიდვის შესახებ.

სიტუაციის შესახებ დაწვრილებითი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა იჯარის ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსყიდვის ოფცია ჩაერთოს.

შეგახსენებთ, რომ მალასია ინგლისურ გრანდში 2022 წლიდან ასპარეზობს, თუმცა ამჟამად ის გუნდის მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის გეგმებში არ შედის.

ამ სეზონში უკანახაზელს, ჩატარებულ მატჩებში მონაწილეობა არცერთხელ არ მიუღია.
სიახლეები
2 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
7 სექტემბერი 2025 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5905
ეს კიდე გუნდშია?

ახალი მეკარე რომ დაიმატეს ნაკრებში მესამე მეკარეთაც არ განიხილება თუ რატო არ ყავთ გამოძახებული?
0
№2
ავტორი: ikeoni
8 სექტემბერი 2025 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11653
ესეც გაუყვება თურქეთის გზას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top