ანდრე ონანა ცხოვრების ახალი ეტაპისთვის და "მანჩესტერული" კარიერის დასრულებისთვის ემზადება. ფეხბურთელი დიდი ალბათობით თურქეთში გადაბარგდება.
ფაბრიციო რომანოს მიერ გაჟღერებული უახლოესი ცნობებით "ტრაბზონსპორმა" ინგლისურ კლუბთან ზეპირი შეთანხმება მიაღწია ფეხბურთელთან იჯარის წესით კონტრაქტის გაფორმების შესახებ.
აღნიშნულია, რომ ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ახლა თავად მეკარე მიიღებს. ანდრეს "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
მეკარის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული. პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონში კამერუნელმა მეკარემ 34 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 44 გოლი გაუშვა. ონანამ მხოლოდ ცხრა მატჩში შეინარჩუნა კარი მშრალად.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.