„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვინგერმა ბრაიან მბუმომ გასული თვის „წითელი ეშმაკების“ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას "წითელი ეშმაკების" პრეს-სამსახური იუწყება.
გუნდის ახალწვეულმა გულშემატკივრების გამოკითხვაში ორ მცველს - მატიას დე ლიხტს და ლენი იოროს აჯობა. შეგახსენებთ, რომ მბუმო "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს გასულ ზაფხულს შეუერთდა.
ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 26 წლის ვინგერმა სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ რომ კამერუნელი შემტევი "იუნაიტედს" 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბრენტფორდის" რიგებიდან შეუერთდა.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.